წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 19:1—14

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა 19  ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა+ და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს.+   დღითი დღე გადასცემენ სიტყვას,+ ღამიდან ღამემდე ამხელენ ცოდნას.+   არც ლაპარაკი ისმის, არც სიტყვები და არც მათი ხმა,+   თუმცა მათი საზომი მთელ დედამიწაზეა გადაჭიმული+ და მათი სიტყვები ქვეყნიერების კიდეებს სწვდება.+ მათში დაუდგა კარავი მზეს,+   რომელიც გამოდის, როგორც ნეფე საქორწილო ოთახიდან,+ ბილიკზე მორბენალი ვაჟკაცივით ხარობს.+   ზეცის ერთი კიდიდან გამოდის და მეორე კიდეში ამთავრებს წრებრუნვას.+ ვერაფერი ემალება მის მცხუნვარებას.+   იეჰოვას კანონი+ სრულყოფილია,+ სულს* აცოცხლებს.+ იეჰოვას შეხსენება+ სანდოა,+ დააბრძენებს გამოუცდელებს.+   იეჰოვას ბრძანებები+ სამართლიანია,+ გულს ახარებს.+ იეჰოვას მცნება+ წმინდაა,+ აბრწყინებს თვალებს.+   იეჰოვას შიში+ წმინდაა, მარადიული. იეჰოვას ყველა განაჩენი+ ჭეშმარიტია+ და სამართლიანი;+ 10  ოქროზე სასურველი, თვით დიდძალ ხალას ოქროზე;+ თაფლზე ტკბილი,+ ფიჭიდან გადმოღვრილ თაფლზე.+ 11  ისინი აფრთხილებენ შენს მსახურს;+ დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის.+ 12  ვინ მიხვდება თავის შეცდომებს?+ გაუთვითცნობიერებელი ცოდვებისგან* უდანაშაულოდ მცანი.+ 13  შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან,+ არ დაუშვა, რომ იბატონოს მან ჩემზე.+ მაშინ ვიქნები უმწიკვლო+ და ბრალი არ მექნება მრავალ ცოდვაში. 14  ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები+ სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა, ჩემო კლდეო+ და ჩემო გამომსყიდველო!+

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ანუ დაფარული ცოდვებისგან.