არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 18:1—50

გუნდის ხელმძღვანელს. იეჰოვას მსახურის, დავითის სიმღერის სიტყვები, რითაც მან მიმართა იეჰოვას იმ დღეს, როცა დაიხსნა იგი იეჰოვამ მისი მტრებისა და საულის ხელიდან.+ აი რა თქვა მან: 18  მეყვარები, იეჰოვა, ჩემო ძალავ!+   იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი.+ ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა! თავს შევაფარებ მას,+ ჩემს ფარსა და ხსნის რქას*, თავშესაფარს მაღლობზე.+   მოვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,+ და დამიხსნის ჩემი მტრებისგან.+   გარს შემომერტყა სიკვდილის საბელები;+ უვარგისი ხალხის მოზღვავება თავზარს მცემდა.+   სამარის* საბელები შემომეხვია+ და სიკვდილის მახეებს წავაწყდი.+   გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას, შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს.+ თავისი ტაძრიდან ისმენდა ჩემს ხმას,+ მის ყურს მისწვდა ჩემი ხმა, როცა შველას ვთხოვდი.+   შეირყა და შეიძრა დედამიწა,+ შეტორტმანდა მთათა საძირკვლები,+ ირყეოდა, რადგან განრისხდა იგი.+   კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+ აბრიალებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.   მოდრიკა ზეცა და ჩამოვიდა.+ შავი ღრუბელი იყო მის ფეხქვეშ. 10  ქერუბიმზე ამხედრებული მოფრინავდა,+ სულის ფრთებით მოქროდა.+ 11  სიბნელე თავის საფრად აქცია,+ კარვად ჰქონდა შავი წყლები და სქელი ღრუბლები.+ 12  ჩაიარეს მის წინაშე ელვარებისგან გამოსულმა მისმა ღრუბლებმა,+ სეტყვამ და მოგიზგიზე ნაკვერჩხალმა.+ 13  იეჰოვამ დაიქუხა ცაში+ და დასჭექა+ უზენაესმა სეტყვით და მოგიზგიზე ნაკვერჩხლით. 14  ისრებს უშვებდა მათ გასაფანტად;+ გასტყორცნა ელვა, თავგზა რომ აებნია მათთვის.+ 15  გამოჩნდა წყლის კალაპოტები,+ გაშიშვლდა მიწის საძირკვლები,+ რადგან შენ გაკიცხე, იეჰოვა, შენი ნესტოებიდან დაუბერე.+ 16  ზემოდან გამომიწოდა ხელი და ამიყვანა,+ დიდი წყლიდან ამომიყვანა.+ 17  მიხსნა ძლიერი მტრისგან+ და ჩემს მოძულეთაგან, რადგან ჩემზე ძლიერნი იყვნენ.+ 18  უბედურების დღეს დამიპირისპირდნენ,+ მაგრამ იეჰოვა მყავდა საყრდენად.+ 19  გაშლილ ადგილზე გამომიყვანა,+ მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+ 20  იეჰოვა ჩემი სიმართლისამებრ მაჯილდოებს+ და ჩემი სუფთა ხელების მიხედვით მომიზღავს;+ 21  ვინაიდან ვიცავდი იეჰოვას გზებს,+ ბოროტება არ ჩამიდენია და არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს;+ 22  მისი სამართალი ჩემ წინაშეა+ და არ გადავუხვევ მის წესებს.+ 23  უბიწო ვიქნები მის წინაშე+ და თავს დავიცავ დანაშაულისგან.+ 24  იეჰოვამ მომიზღოს ჩემი სიმართლისამებრ+ და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ მის თვალთა წინაშე.+ 25  ერთგულს ერთგულებით უპასუხებ+ და უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი;+ 26  წმინდისთვის წმინდა იქნები,+ ხოლო მზაკვრისთვის — ცბიერი.+ 27  დაჩაგრულ ხალხს იხსნი,+ ამპარტავან თვალებს კი დაამცირებ.+ 28  იეჰოვა, შენ აანთებ ჩემს ლამპარს.+ ჩემი ღმერთი გამინათებს ბნელს.+ 29  შენი შეწევნით გავექცევი მოთარეშეებს,+ ჩემი ღვთის შეწევნით გალავანზეც გადავალ.+ 30  სრულყოფილია ჭეშმარიტი ღვთის გზა;+ წმინდაა იეჰოვას სიტყვა.+ ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+ 31  ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+ ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+ 32  ჭეშმარიტი ღმერთი შემომსარტყლავს მაცოცხლებელი ძალით;+ ის გამისრულყოფილებს გზას.+ 33  ფურირმის ფეხებს მომცემს+ და მაღლობზე დამაყენებს.+ 34  ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის+ და ჩემს მკლავს სპილენძის მშვილდს მოაზიდვინებს.+ 35  შენ მომცემ შენი ხსნის ფარს,+ შენი მარჯვენა შემეწევა+ და შენი თავმდაბლობა განმადიდებს.+ 36  ფეხის დასადგამ ადგილს გამიფართოებ,+ კოჭები არ ამიკანკალდება.+ 37  დავედევნები ჩემს მტრებს და დავეწევი, არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.+ 38  გავაცამტვერებ მათ და ვეღარ ადგებიან;+ ჩემს ფეხებთან დაეცემიან.+ 39  მაცოცხლებელი ძალით შემომსარტყლავ საბრძოლველად; შენ დაამხობ ჩემს ფეხქვეშ მათ, ვინც წინ აღმიდგება.+ 40  უკუაქცევ ჩემს მტრებს;+ დავადუმებ ჩემს მოძულეებს.+ 41  შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,+ უხმობენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.+ 42  მტვრად ვაქცევ და ქარი წაიღებს მათ,+ ქუჩის ტალახივით გადავღვრი გარეთ.+ 43  შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან;+ შენ დამაყენებ ერების მთავრად;+ მემსახურება უცხო ხალხი.+ 44  ყურმოკრულზეც კი დამემორჩილებიან;+ უცხოელები ფეხქვეშ გამეგებიან.+ 45  დაუძლურდებიან უცხოელები, აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.+ 46  ცოცხალია იეჰოვა,+ კურთხეული იყოს ჩემი კლდე;+ განდიდდეს ჩემი ხსნის ღმერთი!+ 47  ჭეშმარიტი ღმერთი შურს იძიებს ჩემთვის;+ ის მიმორჩილებს ხალხებს;+ 48  ის მიხსნის მრისხანე მტრებისგან.+ შენ ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა,+ მიხსნი მოძალადისგან.+ 49  ამიტომაც ხოტბას შეგასხამ ერებს შორის, იეჰოვა,+ ქებას ვუმღერებ შენს სახელს.+ 50  დიდებულ საქმეებს აკეთებს თავისი მეფის სახსნელად,+ სიკეთეს* ავლენს თავისი ცხებულის მიმართ,+ დავითისა და მისი შთამომავლის მიმართ მარადიულად.+

სქოლიოები

ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.
იხილეთ 6:5-ის სქოლიო.
იხილეთ 5:7-ის სქოლიო.