წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 17:1—15

დავითის ლოცვა 17  ო, იეჰოვა, მოისმინე სიმართლე, ყურადღება მიაქციე ჩემს ვედრებას!+ ყური მოაპყარი ჩემს ლოცვას, რომელსაც მზაკვრობას განრიდებული ბაგეებით წარმოვთქვამ.+   შენ გამიჩინე სამართალი+ და შენმა თვალებმა იხილონ სიმართლე.+   შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით,+ შენ მწმენდ. დაინახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავს.+ არ შესცოდავენ ჩემი ბაგეები.+   ადამიანთა საქმეებში, შენი ბაგეთა სიტყვის თანახმად, სიფრთხილეს ვიჩენდი ყაჩაღთა გზების მიმართ.+   მოვიკიდო ფეხი შენს გზაზე,+ სადაც წაუბორძიკებლად გადავდგამ ნაბიჯებს.+   ღმერთო, შენ მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.+ ყური მომაპყარი და მოუსმინე ჩემს ნათქვამს.+   წარმოაჩინე შენი საოცარი სიკეთე*,+ იმ ხალხის მხსნელო, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ მათგან შორს, ვინც ეურჩება შენს მარჯვენას.+   თვალის გუგასავით გამიფრთხილდი+ და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე+   ბოროტთა გამო, რომლებმაც გამძარცვეს. გარს მეხვევიან ჩემი სულის მტრები;+ 10  ქონში არიან ჩაფლულნი;+ მათი ბაგე ამპარტავნულად+ ლაპარაკობს. 11  ყოველ ნაბიჯზე გარს გვერტყმიან;+ თვალი იმაზე უჭირავთ, მიწასთან როგორ გაგვასწორონ.+ 12  თითოეული მათგანი ლომს ჰგავს, რომელსაც მსხვერპლის დაფლეთა სწადია,+ და ისეთ ლომს, რომელიც სამალავშია ჩასაფრებული. 13  აღსდექ, იეჰოვა, დაუპირისპირდი მათ!+ ქედი მოახრევინე და შენი მახვილით დაიხსენი ჩემი სული ბოროტისგან,+ 14  იეჰოვა, შენი ხელით დაიხსენი ის ხალხისგან,+ ქვეყნიერების ხალხისგან,+ ვისაც წილი აქვს ამ ცხოვრებაში+ და ვისაც დამალული განძით უვსებ მუცელს,+ ვისაც არ აკლია ძეები+ და ვინც თავის შეგროვილს შვილებს უტოვებს.+ 15  მე კი სიმართლით ვიხილავ შენს სახეს,+ კმაყოფილებას ვიგრძნობ, გამოღვიძებისას შენს სახეს რომ დავინახავ.+

სქოლიოები

იხილეთ 5:7-ის სქოლიო.