წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 16:1—11

დავითის მიქთამი* 16  დამიფარე, ღმერთო, რადგან შენ ხარ ჩემი თავშესაფარი.+   იეჰოვას ვუთხარი: „შენ იეჰოვა ხარ! ჩემი სიკეთით შენ ვერაფერს გარგებ,+   ის დედამიწაზე მცხოვრები წმინდებისთვისაა; ისინი, დიდებულები, მანიჭებენ სიამოვნებას“.+   ტკივილი უმრავლდებათ მათ, ვინც სხვისი გამოჩენისთანავე მისკენ ისწრაფვის.+ არ დავღვრი სისხლს, რომელსაც დასაღვრელ შესაწირავად სწირავენ+ და არც მათ სახელს ვახსენებ.+   იეჰოვას მსახურება ჩემთვის განკუთვნილი წილია+ და სასმისი.+ შენ ინახავ ჩემს წილს.   მშვენიერი ადგილები მომიზომე სამკვიდროდ;+ მომწონს ჩემი საკუთრება.   ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს;+ ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით.+   ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა.+ არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის.+   ამიტომ ხარობს ჩემი გული, ჩემი დიდება სიხარულს ესწრაფვის;+ ჩემი სხეულიც* უსაფრთხოდ იქნება.+ 10  შენ არ დატოვებ ჩემს სულს* სამარეში*,+ არ დაუშვებ, რომ შენმა ერთგულმა საფლავი* იხილოს.+ 11  შენ მასწავლი სიცოცხლის გზას.+ შენი სახე დიდად მახარებს;+ ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად.+

სქოლიოები

მუსიკალური ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.
სიტყვასიტყვით — ხორცი.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 6:5-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ორმო.