არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 15:1—5

დავითის სიმღერა 15  იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?+ ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?+   ვინც უბიწოდ დადის,+ სიმართლეს აკეთებს+ და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში;+   ცილს არავის სწამებს თავისი ენით,+ ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს+ და თავის ახლობელს არ შეურაცხყოფს;+   ვის თვალშიც ყველა საძულველი კაცი უარყოფილია,+ იეჰოვას მოშიშებს კი პატივს სცემს;+ ვინც არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს;+   ფულს სარგებლით არ გასცემს+ და არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ.+ ასე მოქმედი არასოდეს წაიბორძიკებს.+

სქოლიოები