არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 149:1—9

149  ადიდეთ იაჰი*!+ ახალი სიმღერა უმღერეთ იეჰოვას,+ ქება უმღერეთ ერთგულთა კრებულში.+   გაიხაროს ისრაელმა თავისი დიდებული შემოქმედით,+ იმხიარულონ სიონის ძეებმა თავიანთი მეფით.+   ცეკვით ადიდონ მისი სახელი.+ ქება უმღერონ მას დაირითა და ქნარით.+   იეჰოვას სიამოვნებს თავისი ხალხი.+ ის ხსნით ამკობს თვინიერებს.+   დიდებით გაიხარონ ერთგულებმა, სიხარულით შესძახონ თავიანთ საწოლებში.+   ღვთის სადიდებელი სიმღერები ჰქონდეთ ბაგეებზე+ და ორლესული მახვილი ეჭიროთ ხელში,+   რათა შური იძიონ ხალხებზე+ და გაკიცხონ ერები,+   რათა ხუნდები დაადონ მათ მეფეებს+ და განდიდებულებს — რკინის ბორკილები,   რათა მათზე აღასრულონ დაწერილი სამართალი.+ ასეთი სიდიადე ეკუთვნით მის ერთგულებს.+ ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 111:1-ის სქოლიო.