წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 148:1—14

148  ადიდეთ იაჰი*!+ ადიდეთ იეჰოვა ზეციდან,+ ადიდეთ იგი სიმაღლეებში,+   ადიდეთ იგი მისმა ანგელოზებმა,+ ადიდეთ იგი მისმა ლაშქარმა,+   ადიდეთ იგი, მზეო და მთვარეო,+ ადიდეთ იგი, მანათობელო ვარსკვლავებო,+   ადიდეთ იგი, ცანო ცათანო,+ და თქვენ, წყლებო ზეცის ზემოთ!+   ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,+ რადგან მისი ბრძანებით შეიქმნენ!+   მისით დგანან ისინი მარადიულად, სამარადისოდ.+ მისცა მათ წესი, რომელიც არ გაუქმდება.+   ადიდეთ იეჰოვა დედამიწიდან,+ ზღვის დიდო ცხოველებო და წყლის სიღრმეებო,+   ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და სქელო კვამლო,+ ქარიშხალო, მისი სიტყვის შემსრულებელო,+   მთებო და გორებო,+ ხეხილო და კედრებო,+ 10  გარეულო და შინაურო ცხოველებო,+ ქვეწარმავლებო და ფრინველებო,+ 11  დედამიწის მეფეებო+ და ერებო, მთავრებო+ და დედამიწის მოსამართლეებო,+ 12  ვაჟებო+ და ქალწულებო,+ მოხუცებო+ ბავშვებთან ერთად!+ 13  ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,+ რადგან მხოლოდ მისი სახელია ყველაზე ამაღლებული!+ მისი ღირსება ცასა და დედამიწას სცდება.+ 14  ის აამაღლებს თავისი ხალხის რქას*,+ თავის ერთგულთა დიდებას,+ ისრაელის ძეებისა, რომლებიც ახლოს არიან მასთან.+ ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 111:1-ის სქოლიო.
იხილეთ 112:9-ის სქოლიო.