წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 147:1—20

147  ადიდეთ იაჰი*,+ რადგან კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს,+ რადგან ეს სასიამოვნოა — შეშვენის მას ქება.+   იეჰოვა აშენებს იერუსალიმს,+ თავს უყრის გაფანტულ ისრაელებს.+   ის კურნავს+ გულგატეხილებს+ და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს.+   ის თვლის ვარსკვლავებს,+ ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს.+   დიდებულია ჩვენი უფალი, დიდია მისი ძალა;+ მისი გამჭრიახობა განუზომელია.+   იეჰოვა შვებას ჰგვრის თვინიერებს,+ ბოროტებს კი მიწამდე ამცირებს.+   უპასუხეთ იეჰოვას სამადლობელი სიმღერით,+ ქება უმღერეთ ჩვენს ღმერთს ქნარით,+   მას, ვინც ღრუბლებით ფარავს ცას,+ ვინც წვიმას უმზადებს დედამიწას,+ ვინც მწვანე ბალახს აღმოაცენებინებს მთებს.+   ის საკვებს აძლევს ცხოველებს+ და ყორნის აჩხავლებულ ბახალებს.+ 10  არც ცხენის სიძლიერით ხარობს+ და არც ადამიანის ფეხმარდობა სიამოვნებს.+ 11  იეჰოვას მისი მოშიშები ახარებენ,+ ისინი, ვინც მის სიკეთეს* მოელიან.+ 12  აქე იეჰოვა,+ იერუსალიმო, ადიდე შენი ღმერთი, სიონო!+ 13  მან გააძლიერა შენი კარიბჭეების ურდულები, მან გიკურთხა ძეები.+ 14  მშვიდობას აძლევს შენს მხარეს+ და საუკეთესო ხორბლით გაძღებს.+ 15  თავის სიტყვას აგზავნის დედამიწაზე,+ მიქრის მისი სიტყვა. 16  თოვლს მატყლივით იძლევა,+ ნაცარივით ფანტავს თრთვილს.+ 17  ნამცეცებივით ყრის ყინულს.+ ვინ გაუძლებს მის სუსხს?+ 18  აგზავნის თავის სიტყვას+ და ადნობს მათ. უბერავს თავის ქარს+ და წვეთავს წყალი. 19  თავის სიტყვას ამცნობს იაკობს,+ თავის წესებსა+ და სამართალს — ისრაელს.+ 20  სხვა არც ერთ ხალხს არ მოქცევია ასე.+ მისი სამართალი არ იციან მათ.+ ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 111:1-ის სქოლიო.
იხილეთ 136:1-ის სქოლიო.