წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 146:1—10

146  ადიდეთ იაჰი*!+ ადიდე იეჰოვა, ჩემო სულო!+   მთელი სიცოცხლე ვადიდებ იეჰოვას;+ ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.+   იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე,+ ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა.+   ამოსდის სული*,+ თვითონ კი უბრუნდება მიწას,+ იმ დღეს ქრება მისი ფიქრები.+   ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი,+ ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე,+   რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა,+ ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;+ ვინც მარადიულად იცავს ჭეშმარიტებას,+   ვინც სამართალს უჩენს მათ, ვისაც რაღაც გამოსძალეს,+ და ვინც პურს აძლევს მშივრებს.+ იეჰოვა ათავისუფლებს შებორკილებს.+   იეჰოვა უხელს ბრმებს თვალებს,+ იეჰოვა უმართავს წელს მოხრილებს,+ იეჰოვას უყვარს მართლები.+   იეჰოვა იცავს ხიზნებს,+ უმამო ბავშვსა და ქვრივს შვებას ჰგვრის,+ ბოროტთა გზას+ კი ამრუდებს.+ 10  მარადიულად იმეფებს იეჰოვა,+ შენი ღმერთი, სიონო, თაობიდან თაობაში.+ ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 111:1-ის სქოლიო.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.