წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 145:1—21

ქება. დავითის ფსალმუნი א [ალეფ] 145  გადიდებ, ჩემო ღმერთო, მეფეო.+ ვაკურთხებ შენს სახელს მარადიულად, სამუდამოდ.+ ב [ბეთ]   მთელი დღე გაკურთხებ.+ ვადიდებ შენს სახელს მარადიულად, სამუდამოდ.+ ג [გიმელ]   დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები.+ ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.+ ד [დელეთ]   თაობიდან თაობაში შეაქებენ შენს საქმეებს+ და შენს ძლევამოსილ საქმეებზე ილაპარაკებენ.+ ה [ჰე]   შენი ღირსების დიდებულ სიდიადესა+ და საოცარ საქმეებზე ვიფიქრებ.+ ו [ვავ]   ისინი ილაპარაკებენ შენი შიშის მომგვრელი საქმეების ძლიერებაზე.+ შენს სიდიადეს ვაუწყებ.+ ז [ზაინ]   შენი უდიდესი სიკეთის ხსენებაში იქნებიან+ და სიხარულით შესძახებენ შენი სიმართლის გამო.+ ח [ხეთ]   იეჰოვა მწყალობელი და გულმოწყალეა,+ რისხვაში ნელი და სიკეთით* სავსე.+ ט [ტეთ]   კარგია იეჰოვა ყველასთვის+ და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება.+ י [ჲოდ] 10  ყველა შენი ქმნილება შეგასხამს ხოტბას, იეჰოვა,+ და შენი ერთგულები გაკურთხებენ.+ כ [ქაფ] 11  შენი მეფობის დიდებაზე ილაპარაკებენ+ და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ,+ ל [ლამედ] 12  რათა გააგებინონ ადამიანის ძეებს შენი ძლევამოსილი საქმეები+ და შენი მეფობის სიდიადის დიდება.+ מ [მემ] 13  შენი მეფობა მარადიული მეფობაა+ და შენი ძალაუფლება ყველა თაობაში ვრცელდება.+ ס [სამეხ] 14  იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა,+ და აყენებს ყველა მოდრეკილს.+ ע [აინ] 15  შენ შემოგცქერის იმედიანად ყველას თვალი+ და შენ აძლევ მათ საზრდოს დროულად.+ פ [ფე] 16  შლი შენს ხელს+ და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს.+ צ [ცადე] 17  იეჰოვა მართალია ყველა თავის გზაზე+ და ერთგულია ყველა თავის საქმეში.+ ק [კოფ] 18  იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს,+ ყველასთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.+ ר [რეშ] 19  თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს,+ მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ.+ ש [შინ] 20  იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს,+ ყველა ბოროტს კი მოსპობს.+ ת [თავ] 21  ჩემი პირი ილაპარაკებს იეჰოვას ქებას.+ ყოველმა ხორციელმა აკურთხოს მისი წმინდა სახელი მარადიულად, სამუდამოდ.+

სქოლიოები

იხილეთ 136:1-ის სქოლიო.