წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 144:1—15

დავითის ფსალმუნი 144  კურთხეული იყოს იეჰოვა, ჩემი კლდე,+ რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს+ და ომს — ჩემს თითებს;   ჩემი სიკეთე* და ჩემი ციხესიმაგრე,+ ჩემი თავშესაფარი მაღლობზე და ჩემი მხსნელი,+ ჩემი ფარი+ და ჩემი თავშესაფარი,+ ჩემთვის ხალხების დამმორჩილებელი.+   იეჰოვა, რა არის კაცი, რომ ამჩნევ,+ ან მოკვდავი ადამიანის ძე,+ რომ ყურადღებას აქცევ?   ადამიანი ამონასუნთქივითაა,+ მისი დღეები — წარმავალი ჩრდილივით.+   იეჰოვა, მოდრიკე შენი ზეცა, რომ ჩამოხვიდე;+ შეეხე მთებს, რომ ბოლვა იწყონ.+   ელვით გაანათე, რომ გაფანტო ისინი,+ გაუშვი შენი ისრები, რომ თავგზა აუბნიო მათ.+   გამოიწოდე ხელები სიმაღლიდან,+ გამათავისუფლე და მიხსენი დიდი წყლისგან,+ უცხოთა ხელიდან,+   რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს+ და რომელთა მარჯვენაც სიცრუის მარჯვენაა.+   ღმერთო, ახალ სიმღერას გიმღერებ.+ ათსიმიან საკრავზე გიმღერებ ქებას+ 10  მეფეთა მხსნელს,+ შენი მსახური დავითის გამათავისუფლებელს დამღუპველი მახვილისგან.+ 11  გამათავისუფლე და მიხსენი იმ უცხოთა ხელიდან,+ რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,+ და რომელთა მარჯვენაც სიცრუის მარჯვენაა;+ 12  რომლებიც ამბობენ: „ჩვენი ძეები გაზრდილი ნერგებივით არიან,+ ჩვენი ქალიშვილები — სასახლის თლილი კუთხეებივით, 13  ჩვენი ბეღლები სავსეა ნაირ-ნაირი მოსავლით,+ ჩვენი ცხვრის ფარები ათასჯერ და ათიათასჯერ მრავლდებიან მინდვრებში, 14  დამძიმებულია ჩვენი საქონელი, არც ჩახევები აქვს და არც გაბერწებულა;+ არ ისმის ყვირილი ჩვენს მოედნებზე.+ 15  ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე!“ ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!+

სქოლიოები

იხილეთ 136:1-ის სქოლიო.