წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 143:1—12

დავითის სიმღერა 143  იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+ ყური მოაპყარი ჩემს ვედრებას.+ შენი ერთგულებითა და სიმართლით მიპასუხე.+   ნუ შეედავები შენს მსახურს სასამართლოში,+ რადგან შენ წინაშე ვერავინ იქნება მართალი.+   მტერი დევნის ჩემს სულს.+ მიწასთან გაასწორა ჩემი სიცოცხლე.+ ბნელ ადგილებში დამასახლა დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.+   სული+ დამიუძლურდა; გული ჩამიკვდა.+   ვიხსენებ ადრინდელ დღეებს.+ ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე.+ სიამოვნებით ვფიქრობ შენს ნახელავზე.+   შენკენ ვიწვდი ხელებს.+ ჩემს სულს ისე სწყურიხარ, როგორც გამხმარ მიწას.+ სელა.   იჩქარე და მიპასუხე, იეჰოვა.+ ბოლო მოეღო ჩემს სულს.+ ნუ დამალავ სახეს ჩემგან,+ თორემ საფლავში* ჩამავალთ დავემსგავსები.+   დილაობით გამაგონე შენი სიკეთე*,+ რადგან შენზე ვამყარებ იმედს.+ გამაგებინე, რომელი გზით ვიარო,+ რადგან შენკენ აღვაპყრობ სულს.+   მიხსენი ჩემი მტრებისგან, იეჰოვა.+ შენ გაფარებ თავს.+ 10  მასწავლე შენი ნების შესრულება,+ რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი.+ კარგია შენი სული.+ წამიძღვეს იგი სიმართლის ქვეყანაში.+ 11  შენი სახელის გულისთვის+ შემინარჩუნე სიცოცხლე, იეჰოვა.+ შენი სიმართლით+ გამოიყვანე ჩემი სული გასაჭირიდან.+ 12  შენი სიკეთით დაადუმე ჩემი მტრები.+ მოსპე ყველა, ვინც მტრობს ჩემს სულს,+ რადგან შენი მსახური ვარ.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ორმოში.
იხილეთ 136:1-ის სქოლიო.