არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 141:1—10

დავითის სიმღერა 141  იეჰოვა, შენ მოგიხმობ,+ იჩქარე ჩემკენ.+ ყური მოაპყარი ჩემს ხმას, როცა მოგიხმობ.+   საკმეველივით+ მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე,+ ხელების აპყრობა — მარცვლეული შესაწირავივით.+   დაცვა დაუყენე ჩემს პირს, იეჰოვა,+ დარაჯი დაუყენე ჩემს ბაგეებს.+   ნუ მიდრიკავ ჩემს გულს ცუდისკენ,+ უგვანი საქმეები რომ არ ჩავიდინო ბოროტებით+ სიავის მქნელებთან ერთად+ და არ ვისაზრდოო მათი ნუგბარით.+   მართლის დარტყმა სიკეთე* იქნება ჩემთვის,+ მისი შეგონება — ზეთი ჩემი თავისთვის,+ მე* უარს არ ვიტყვი ამაზე.+ ვილოცებ მათი უბედურების დროს.+   მათი მოსამართლეები კლდის კიდეებიდან გადმოყარეს,+ ხალხმა კი ისმინა ჩემი ნათქვამი და მიხვდა, რომ სასიამოვნოა ის.+   როგორც პობისა და ჩეხვის დროს იფანტება მიწაზე ნაფოტები, ისეა მიმოფანტული ჩვენი ძვლები სამარის* პირას.+   მაგრამ ჩემი თვალები შენკენ არის მოპყრობილი,+ იეჰოვა, უზენაესო უფალო.+ შენ გაფარებ თავს.+ ნუ მისცემ სიკვდილს ჩემს სულს.+   დამიცავი მათ მიერ დაგებული ხაფანგის მარწუხებისგან+ და სიავის მქნელთა მიერ დაგებული მახეებისგან.+ 10  ბოროტები ერთად გაებმებიან თავიანთ ბადეებში,+ მე კი უსაფრთხოდ ჩავივლი.

სქოლიოები

იხილეთ 136:1-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ჩემი თავი.
იხილეთ 116:3-ის სქოლიო.