წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 140:1—13

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა 140  მიხსენი, იეჰოვა, ბოროტი ხალხისგან,+ დამიცავი მოძალადეებისგან,+   რომლებიც ცუდს იზრახავენ გულში+ და მთელი დღე ისე მესხმიან თავს, თითქოს ომში არიან.+   გველივით წაიმახვეს ენები;+ გველგესლას შხამი აქვთ ბაგეებს მიღმა.+ სელა.   დამიცავი, იეჰოვა, ბოროტის ხელიდან,+ დამიცავი მოძალადე კაცისგან,+ მათგან, ვისაც ჩემი ნაბიჯების დაბრკოლება განუზრახავთ.+   ხაფანგი დამიგეს პატივმოყვარეებმა;+ თოკები ბადესავით გაშალეს გზის პირას.+ მახეები დამიგეს.+ სელა.   ვუთხარი იეჰოვას: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.+ ყური მოაპყარი, იეჰოვა, ჩემს ვედრებას“.+   იეჰოვა, უზენაესო უფალო,+ ჩემი ხსნის ძალავ,+ შენ დამიფარე თავი ბრძოლის დღეს.+   იეჰოვა, ნუ მისცემ ნებას ბოროტებს, თავიანთი წადილი აისრულონ.+ ხელს ნუ შეუწყობ მათ შეთქმულებას, რათა არ განდიდდნენ.+ სელა.   მათი თავები კი, ვინც გარს შემომხვევია,+ მათივე ბაგეებით გამოწვეულმა გასაჭირმა დაფაროს.+ 10  მოგიზგიზე ნაკვერჩხლები დაეყაროთ თავზე.+ ჩაცვივდნენ ცეცხლში+ და ჭებში, რომ ვეღარ წამოდგნენ.+ 11  ნუ განმტკიცდება დედამიწაზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მოლაპარაკე.+ ბოროტებამ ურტყას მოძალადეს და ასე ინადიროს მასზე.+ 12  კარგად ვიცი, რომ იეჰოვა შეისმენს+ დაჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს.+ 13  მართლები მადლობას ეტყვიან შენს სახელს;+ წრფელები დამკვიდრდებიან შენი სახის წინაშე.+

სქოლიოები