წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 139:1—24

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა 139  იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ.+   შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები.+ შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს.+   შენ მაკვირდები, როცა დავდივარ და როცა ვწევარ,+ შენთვის ცნობილია ჩემი გზები.+   ჯერ სიტყვაც არ არის ჩემს ენაზე,+ რომ შენ უკვე იცი ყველაფერი, იეჰოვა.+   ყოველი მხრიდან ალყაში მომაქციე, ხელი დამადე.   ასეთი ცოდნა მეტისმეტად გასაოცარია ჩემთვის;+ იმდენად მაღლაა, რომ ვერ ვწვდები.+   სად წავუვალ შენს სულს+ და სად გავექცევი შენს სახეს?+   ზეცაშიც რომ ავიდე, შენ იქა ხარ,+ სამარეშიც* რომ გავიშალო ტახტი, იქაც შენა ხარ.+   განთიადის ფრთებიც+ რომ მქონოდა უშორეს ზღვაზე დასამკვიდრებლად,+ 10  იქაც შენი ხელი წამიძღვებოდა+ და შენი მარჯვენა დამიჭერდა.+ 11  რომ მეთქვა, სიბნელე სწრაფად შემიპყრობს-მეთქი,+ მაშინ ღამე სინათლედ იქცეოდა ჩემ გარშემო.+ 12  სიბნელეც კი არ იქნებოდა შენთვის ძალიან ბნელი,+ ღამე დღესავით გაანათებდა;+ სიბნელე სინათლედ იქცეოდა.+ 13  შენ შექმენი ჩემი თირკმელები;+ გამოცალკევებული გყავდი დედის მუცელში.+ 14  ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი.+ საოცარია შენი საქმეები+ და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა.+ 15  არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები,+ როცა დაფარულში შევიქმენი,+ როცა დედამიწის სიღრმეებში+ ვიყავი მოქსოვილი. 16  შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი+ და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო,+ მაშინ, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა. 17  რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის!+ ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი!+ 18  მათი დათვლა რომ მეცადა, ქვიშის მარცვალზე მეტი იქნებოდა.+ გავიღვიძე და კვლავაც შენთან ვარ.+ 19  ღმერთო, ნეტავ დახოცავდე ბოროტებს!+ მაშინ განმშორდებოდა სისხლისმღვრელი ხალხი,+ 20  რომელიც შენზე თავისი ზრახვებისამებრ ლაპარაკობს.+ შენს სახელს უღირსად+ ახსენებენ შენი მოწინააღმდეგენი.+ 21  განა არა მძულს შენი მოძულეები, იეჰოვა,+ და განა არ მეზიზღება შენ წინააღმდეგ აღმდგარნი?!+ 22  დიდი სიძულვილით მძულს ისინი.+ ნამდვილი მტრები გახდნენ ჩემთვის.+ 23  გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული.+ შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები;+ 24  ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა,+ და წამიძეხი მარადიულობის გზაზე.+

სქოლიოები

იხილეთ 116:3-ის სქოლიო.