წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 138:1—8

დავითის ფსალმუნი 138  მთელი გულით შეგასხამ ხოტბას.+ სხვა ღმერთების თვალწინ გიმღერებ ქებას.+   პირს ვიბრუნებ შენი ტაძრის მხარეს და მდაბლად თაყვანს გცემ,+ ხოტბას შევასხამ შენს სახელს+ შენი სიკეთისა*+ და ჭეშმარიტების გამო.+ შენ განადიდე შენი სიტყვა+ შენს სახელზე მეტად.+   იმ დღესვე მიპასუხე, როცა მოგიხმე;+ გაბედულება შემატე ჩემს სულს შენი ძალით.+   დედამიწის მეფეები ხოტბას შეგასხამენ, იეჰოვა,+ რადგან გაიგებენ შენი პირიდან გამოსულ სიტყვებს.   იმღერებენ იეჰოვას გზების შესახებ,+ რადგან დიდია იეჰოვას დიდება.+   მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს;+ მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს.+   გასაჭირშიც რომ ვიყო, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს,+ ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის გამო+ და მიხსნის შენი მარჯვენა.+   იეჰოვა ბოლომდე შეასრულებს იმას, რაც ჩემთვის განიზრახა.+ იეჰოვა, მარადიულია შენი სიკეთე.+ ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.+

სქოლიოები

იხილეთ 136:1-ის სქოლიო.