არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 136:1—26

136  მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე*.+   მადლობდეთ ღმერთთა ღმერთს,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე.+   მადლობდეთ უფალთა უფალს,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   საოცრებების, დიდებული საქმეების მოქმედს,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მას, ვინც გონიერებით შექმნა ზეცა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მას, ვინც წყალზე გადაჭიმა დედამიწა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მას, ვინც დიდი მნათობები შექმნა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მზე დღის განმგებლად შექმნა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+   მთვარე და ვარსკვლავები — ღამის ერთობლივ განმგებლებად,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 10  მას, ვინც დაჰკრა ეგვიპტის პირმშოებს,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 11  და ვინც ისრაელი გამოიყვანა მათგან,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 12  ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე; 13  მას, ვინც გაყო წითელი ზღვა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 14  და ვინც ისრაელი გაატარა მის შუაგულში,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 15  ვინც წითელ ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ჯარი,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 16  მას, ვინც უდაბნოში ატარა თავისი ხალხი,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 17  მას, ვინც დაჰკრა დიდ მეფეებს,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 18  და ვინც დახოცა დიდებული მეფეები,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 19  სიხონი, ამორეველთა მეფე,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 20  და ოგი, ბაშანის მეფე,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 21  მას, ვინც მემკვიდრეობად მისცა მათი მიწა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 22  მემკვიდრეობად მისცა ისრაელს, თავის მსახურს,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 23  მას, ვინც გაგვიხსენა, როცა დამდაბლებულნი ვიყავით,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 24  და ვინც მოწინააღმდეგეებს გამოგვგლიჯა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 25  ვინც საზრდოს აძლევს ყოველ ხორციელს,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე;+ 26  მადლობდეთ ცათა ღმერთს,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.