წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 135:1—21

135  ადიდეთ იაჰი*!+ ადიდეთ იეჰოვას სახელი,+ ხოტბა შეასხით მას, იეჰოვას მსახურნო,+   თქვენ, ვინც იეჰოვას სახლში დგახართ,+ ჩვენი ღვთის სახლის ეზოებში.+   ადიდეთ იაჰი, რადგან კარგია იეჰოვა.+ ქება უმღერეთ მის სახელს, რადგან სასიამოვნოა ის.+   იაჰმა აირჩია იაკობი,+ ისრაელი — თავის გამორჩეულ საკუთრებად.+   კარგად ვიცი, რომ დიდებულია იეჰოვა,+ ჩვენი უფალი ყველა სხვა ღმერთს აღემატება.+   რაც სურს იეჰოვას, ყველაფერს აკეთებს+ ცაში თუ დედამიწაზე, ზღვაში თუ წყლის სიღრმეებში.+   მას ამოჰყავს ორთქლი დედამიწის კიდეებიდან,+ მან შექმნა წყლის კარიბჭეები წვიმისათვის,+ მას გამოჰყავს ქარი საცავებიდან.+   მან დასცა ეგვიპტის პირმშოები,+ ადამიანიც და პირუტყვიც.+   ნიშნები და სასწაულები მოგივლინა, ეგვიპტევ,+ ფარაონსა და ყველა მის მსახურს მოუვლინა ისინი.+ 10  მან დასცა მრავალი ერი+ და დახოცა ძლიერი მეფეები:+ 11  სიხონი, ამორეველთა მეფე,+ ოგი, ბაშანის მეფე+ და ქანაანის ყველა სამეფო.+ 12  მან მისცა მათი მიწა მემკვიდრეობად,+ მემკვიდრეობად მისცა ისრაელს, თავის ხალხს.+ 13  იეჰოვა, მარადიულია შენი სახელი.+ იეჰოვა, თაობიდან თაობაშია შენი ხსენება.+ 14  იეჰოვა გამოესარჩლება თავის ხალხს+ და შეიბრალებს თავის მსახურებს.+ 15  ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა,+ ადამიანის ნახელავი:+ 16  პირი აქვთ და ვერაფერს ამბობენ,+ თვალები აქვთ და ვერაფერს ხედავენ,+ 17  ყურები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ისმენენ,+ სული არ უდგათ პირში.+ 18  მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები,+ ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+ 19  ისრაელის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+ აარონის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+ 20  ლევის სახლო, აკურთხე იეჰოვა!+ იეჰოვას მოშიშნო, აკურთხეთ იეჰოვა!+ 21  კურთხეული იყოს სიონიდან იეჰოვა,+ რომელიც იერუსალიმში მკვიდრობს.+ აკურთხეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 111:1-ის სქოლიო.