არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 132:1—18

აღსავალი სიმღერა 132  გახსოვდეს, იეჰოვა, დავითის+ ყველა დამცირება;+   როგორ შეჰფიცა იეჰოვას,+ როგორ აღუთქვა იაკობის+ ძლიერს:+   „არ შევალ ჩემი სახლის კარავში.+ არ ავალ ჩემს დიდებულ ტახტზე, ჩემს საწოლზე,+   ძილს არ მივაკარებ თვალებს,+ არც თვლემას — ჩემს მბრწყინავ თვალებს,+   სანამ არ ვიპოვი ადგილს იეჰოვასთვის,+ დიდებულ კარავს — იაკობის ძლიერისთვის“.+   ეფრათაში მოვისმინეთ მის შესახებ,+ ტყეში ვიპოვეთ ის!+   მივიდეთ მის დიდებულ კარავში+ და დავემხოთ მის ფეხსადგამთან.+   აღსდექ, იეჰოვა, შენს მოსასვენებელ ადგილზე,+ შენცა და შენი ძლიერების+ კიდობანიც!+   სიმართლით შეიმოსონ შენი მღვდლები+ და სიხარულით შესძახონ შენმა ერთგულებმა.+ 10  შენი მსახური დავითის გამო+ ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.+ 11  იეჰოვამ შეჰფიცა დავითს+ და უკან არ წაიღებს სიტყვას:+ „შენი მუცლის ნაყოფს+ დავსვამ შენს ტახტზე.+ 12  თუ დაიცავენ შენი ძეები ჩემს შეთანხმებას+ და ჩემს შეხსენებებს, რომლებსაც ვასწავლი,+ მათი ძეებიც მარადიულად+ ისხდებიან შენს ტახტზე“.+ 13  იეჰოვამ ამოირჩია სიონი,+ ნატრობდა მასში დამკვიდრებას:+ 14  „მარადიულად ეს არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი,+ აქ დავმკვიდრდები, რადგან ამას ვნატრობდი.+ 15  ვაკურთხებ მის საზრდოს,+ პურით გავაძღებ მის ღარიბებს.+ 16  ხსნით შევმოსავ მის მღვდლებს+ და სიხარულით შესძახებენ მისი ერთგულები. 17  იქ აღმოვაცენებ დავითის რქას*.+ ლამპარი გავმართე ჩემი ცხებულისთვის.+ 18  მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ,+ მასზე კი გვირგვინი+ გაიფურჩქნება“.+

სქოლიოები

იხილეთ 112:9-ის სქოლიო.