წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 119:1—176

א [ალეფ] 119  ბედნიერნი არიან თავიანთ გზაზე უბიწოდ მავალნი,+ იეჰოვას კანონით მოსიარულენი.+   ბედნიერნი არიან მისი შეხსენებების დამცველნი;+ ისინი მთელი გულით ეძებენ მას.+   არ სჩადიან უმართლობას,+ მისი გზით დადიან.+   შენ გვიბრძანე, რომ გულმოდგინედ შეგვესრულებინა+ შენი ბრძანებები.+   ნეტავ განმტკიცებული იყოს ჩემი გზა,+ რომ დავიცვა შენი წესები!+   არ შევრცხვები,+ თუკი ყველა შენს მცნებას ყურადღებით მოვეკიდები.+   წრფელი გულით შეგასხამ ხოტბას,+ როცა ვისწავლი შენი სამართლის სამართლიანობას.+   შენს წესებს ვიცავ.+ სულ ნუ მიმატოვებ.+ ב [ბეთ]   როგორ განწმინდოს ახალგაზრდამ+ თავისი გზა? იფხიზლოს შენი სიტყვის თანახმად.+ 10  მთელი გულით გეძებ.+ ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან.+ 11  გულში განძივით ვინახავ შენს სიტყვებს,+ რომ არ შეგცოდო.+ 12  კურთხეული ხარ, იეჰოვა. მასწავლე შენი წესები.+ 13  ჩემი ბაგეებით ვაცხადებ+ შენი პირით წარმოთქმულ სამართალს.+ 14  შენი შეხსენებების გზა ისევე მახარებს,+ როგორც ყველაფერი, რაც ძვირფასია.+ 15  შენს ბრძანებებზე ვიფიქრებ+ და შენს გზებს ყურადღებით მოვეკიდები.+ 16  შევიყვარებ შენს წესებს.+ არ დავივიწყებ შენს სიტყვას.+ ג [გიმელ] 17  კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რათა ვიცოცხლო+ და დავიცვა შენი სიტყვა.+ 18  თვალები ამიხილე, რათა ვიხილო+ შენი კანონის საოცრებები.+ 19  ხიზანი ვარ ამ ქვეყანაში.+ ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.+ 20  სული დამექანცა,+ რადგან ყოველთვის შენი სამართალი მწადია.+ 21  შენ კიცხავ დაწყევლილ, კადნიერ ხალხს,+ რომელიც გადადის შენს მცნებებს.+ 22  შეურაცხყოფა და სიძულვილი ჩამომაშორე,+ რადგან ვიცავ შენს შეხსენებებს.+ 23  სხედან მთავრები, ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ;+ შენი მსახური კი შენს წესებზე ფიქრობს.+ 24  მიყვარს შენი შეხსენებები+ ჩემი მრჩევლები.+ ד [დელეთ] 25  მტვერს მიჰკვრია ჩემი სული.+ სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+ 26  ვაცხადებ ჩემს გზებს, რომ მიპასუხო.+ მასწავლე შენი წესები.+ 27  გამაგებინე შენი ბრძანებებით დადგენილი გზა,+ რათა ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.+ 28  მწუხარებისგან ძილი გაუკრთა ჩემს სულს.+ წამომაყენე შენი სიტყვისამებრ.+ 29  ჩამომაშორე ცრუ გზა,+ მომეცი შენი კანონი და ამით წყალობა მიყავი.+ 30  ერთგულების გზა ავირჩიე.+ სწორად მივიჩნევ შენს სამართალს.+ 31  შენს შეხსენებებს მივეწებე.+ იეჰოვა, ნუ შემარცხვენ.+ 32  შენი მცნებების გზაზე ვირბენ,+ რადგან გული გამიფართოვე.+ ה [ჰე] 33  მასწავლე, იეჰოვა, შენი წესების გზა,+ რომ ბოლომდე მივყვე მას.+ 34  გამაგებინე, რომ დავიცვა შენი კანონი+ და მთელი გულით შევასრულო.+ 35  შენი მცნებების ბილიკებზე მატარე,+ რადგან ეს მსიამოვნებს.+ 36  ჩემი გული შენი შეხსენებებისკენ მიდრიკე,+ და არა მოგებისკენ.+ 37  თვალი ამარიდებინე არარაობას;+ სიცოცხლე შემინარჩუნე და შენი გზით მატარე.+ 38  შეუსრულე შენს მსახურს შენი სიტყვა,+ რომელიც შენს შიშს უნერგავს მას.+ 39  ამარიდე შეურაცხყოფა, რომლისაც მეშინია,+ რადგან კარგია შენი სამართალი.+ 40  აი, ვნატრობ შენს ბრძანებებს.+ სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიმართლით.+ ו [ვავ] 41  ჩემთან მოვიდეს შენი სიკეთე*, იეჰოვა,+ შენგან ხსნა — შენი სიტყვისამებრ,+ 42  რათა სიტყვით ვუპასუხო ჩემს შეურაცხმყოფელს,+ რადგან შენს სიტყვას ვარ მინდობილი.+ 43  სულ ნუ წაართმევ ჩემს ბაგეს ჭეშმარიტების სიტყვას,+ რადგან შენს სამართალს ველი.+ 44  მუდამ დავიცავ შენს კანონს,+ მარადიულად, სამუდამოდ.+ 45  ვრცელ ადგილას ვივლი,+ რადგან ვიკვლევ შენს ბრძანებებს.+ 46  შენს შეხსენებებზე ვილაპარაკებ მეფეთა წინაშე+ და არ შევრცხვები.+ 47  შევიყვარებ შენს მცნებებს,+ მიყვარს ისინი.+ 48  ხელებაპყრობილი ვილოცებ, რადგან მიყვარს შენი მცნებები,+ და შენს წესებზე ვიფიქრებ.+ ז [ზაინ] 49  გაიხსენე შენი მსახურისთვის ნათქვამი სიტყვა,+ რომელსაც ველოდი შენი დაპირებისამებრ.+ 50  ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში,+ რადგან შენმა სიტყვამ სიცოცხლე შემინარჩუნა.+ 51  თუმცა ბევრს დამცინიან კადნიერები,+ შენი კანონიდან არ გადამიხვევია.+ 52  იეჰოვა, მახსოვს შენი სამართალი, რომელიც უხსოვარი დროიდანაა,+ და ნუგეშს ვპოულობ მასში.+ 53  რისხვამ შემიპყრო ბოროტთა გამო,+ რომლებიც ტოვებენ შენს კანონს.+ 54  სიმღერად მექცა შენი წესები+ ჩემი ხიზნობის სახლში.+ 55  ღამით ვიხსენებ შენს სახელს, იეჰოვა,+ რომ დავიცვა შენი კანონი.+ 56  ყოველივე ეს გამოვცადე, რადგან ვასრულებდი შენს ბრძანებებს.+ ח [ხეთ] 57  იეჰოვაა ჩემთვის განკუთვნილი წილი;+ პირობას ვდებ, რომ დავიცავ შენს სიტყვებს.+ 58  მთელი გულით ვცდილობ შენი გულის* მოლბობას.+ წყალობა მიყავი შენი სიტყვისამებრ.+ 59  ვუკვირდები ჩემს გზას,+ რომ ფეხი ვიბრუნო შენი მცნებებისკენ.+ 60  ვიჩქარე და არ დავყოვნებულვარ,+ რომ შენი მცნებები დამეცვა.+ 61  ბოროტთა თოკები შემომეხვია გარს.+ შენი კანონი არ დამვიწყებია.+ 62  შუაღამისას ვდგები, რომ მადლობა გითხრა+ შენი სამართლის სამართლიანობის გამო.+ 63  ყველა შენი მოშიშისა+ და შენი ბრძანებების შემსრულებლის მეგობარი ვარ.+ 64  იეჰოვა, შენმა სიკეთემ აავსო დედამიწა.+ მასწავლე შენი წესები.+ ט [ტეთ] 65  შენ კარგად ეპყრობი შენს მსახურს,+ იეჰოვა, შენი სიტყვისამებრ.+ 66  მასწავლე ყოველივე კარგი,+ გონიერება+და მომეცი ცოდნა,+ რადგან ვირწმუნე შენი მცნებები.+ 67  როცა მიჭირდა, უნებურად შევცოდე;+ ახლა კი ვიცავ შენს სიტყვას.+ 68  კარგი ხარ და კარგს აკეთებ.+ მასწავლე შენი წესები.+ 69  სიცრუით ჩირქს მცხებენ კადნიერები,+ მე კი მთელი გულით შევასრულებ შენს ბრძანებებს.+ 70  ქონივით უგრძნობი გაუხდათ გული,+ მე კი მიყვარს შენი კანონი.+ 71  კარგია ჩემთვის, დაჩაგრული რომ ვარ,+ რადგან შემიძლია შენი წესების სწავლა.+ 72  კარგია ჩემთვის შენი ბაგიდან გამომავალი+ კანონი,+ ათასობით ვერცხლსა და ოქროს სჯობია.+ י [ჲოდ] 73  შენმა ხელებმა შემქმნეს და განმამტკიცეს.+ გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებები.+ 74  დამინახავენ და გაიხარებენ შენი მოშიშნი,+ რადგან შენს სიტყვას ველი.+ 75  კარგად ვიცი, იეჰოვა, რომ სამართლიანია შენი სამართალი,+ დავისაჯე შენგან, რადგან ერთგული ხარ.+ 76  ნეტავ შენი სიკეთით მანუგეშებდე,+ როგორც უთხარი შენს მსახურს.+ 77  წყალობა მიყავი, რათა ვიცოცხლო;+ რადგან მიყვარს შენი კანონი.+ 78  შერცხვნენ კადნიერები, რადგან უმიზეზოდ შემიყვანეს შეცდომაში.+ მე შენს ბრძანებებზე ვფიქრობ.+ 79  დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი+ და შენი შეხსენებების მცოდნენი.+ 80  უბიწოდ დაიცვას შენი წესები ჩემმა გულმა,+ რათა არ შევრცხვე.+ כ [ქაფ] 81  სული დამიძაბუნდა შენგან ხსნის მოლოდინში,+ შენს სიტყვას ველი.+ 82  თვალები დამიძაბუნდა შენი სიტყვის მოლოდინში+ და ვამბობ: „როდის მანუგეშებ?“+ 83  კვამლში დაკიდებულ ტიკს დავემსგავსე,+ მაგრამ შენი წესები არ დამვიწყებია.+ 84  რამდენი დღე აქვს შენს მსახურს?+ როდის აღასრულებ ჩემი მდევნელებისთვის გამოტანილ განაჩენს?+ 85  ჩემ დასაჭერად ორმოებს თხრიან კადნიერები,+ რომლებიც შენს კანონს არ იცავენ.+ 86  ყველა შენი მცნება ერთგულებაა.+ უმიზეზოდ მდევნიან. დამეხმარე!+ 87  ცოტაც და შემმუსრავდნენ დედამიწაზე,+ მაგრამ არ მივატოვე შენი ბრძანებები.+ 88  სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიკეთით,+ რათა დავიცვა შენი ბაგიდან გამოსული შეხსენებები.+ ל [ლამედ] 89  იეჰოვა, სამარადისოდ+ განმტკიცებულია შენი სიტყვა ზეცაში.+ 90  თაობიდან თაობაშია შენი ერთგულება.+ მყარად დაგიფუძნებია დედამიწა, რომ იდგეს.+ 91  შენი სამართლით დღემდე დგანან ისინი,+ რადგან შენი მსახურები არიან.+ 92  შენი კანონი რომ არ მყვარებოდა,+ ჩემს გაჭირვებაში დავიღუპებოდი.+ 93  არასოდეს დავივიწყებ შენს ბრძანებებს,+ რადგან მათი მეშვეობით სიცოცხლეს მინარჩუნებ.+ 94  მე შენი ვარ. დამიხსენი,+ რადგან შენს ბრძანებებს ვიკვლევ.+ 95  ბოროტები მელოდებიან, რომ მომსპონ.+ ყურადღებით ვეკიდები შენს შეხსენებებს.+ 96  ყველანაირი სრულყოფილების დასასრული მინახავს.+ მრავლისმომცველია შენი მცნებები. מ [მემ] 97  როგორ მიყვარს შენი კანონი!+ მასზე ვფიქრობ მთელი დღე.+ 98  ჩემს მტრებზე უფრო ბრძენს მხდის შენი მცნება,+ რადგან მარადიულად ჩემია იგი.+ 99  ჩემს მასწავლებლებზე მეტი წვდომის უნარი შევიძინე,+ რადგან ვფიქრობ შენს შეხსენებებზე.+ 100  მოხუცებზე მეტად ვავლენ გაგების უნარს,+ რადგან ვიცავ შენს ბრძანებებს.+ 101  ყოველ ცუდ გზას ვარიდებ ფეხს,+ რათა დავიცვა შენი სიტყვა.+ 102  არ გადავდივარ შენს სამართალს,+ რადგან შენ მასწავლი.+ 103  რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა, თაფლზე ტკბილია იგი ჩემი პირისთვის!+ 104  შენი ბრძანებების წყალობით გაგების უნარს ვავლენ.+ ამიტომაც მძულს ყოველი ცრუ გზა.+ נ [ნუნ] 105  შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის+ და სინათლეა ჩემი სავალისთვის.+ 106  დავიფიცე, რომ აღვასრულებდი+ შენს სამართალს, და შევასრულებ კიდეც.+ 107  ძლიერ დავიჩაგრე.+ ო, იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+ 108  იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე ჩემი ბაგეებით აღვლენილი ნებაყოფლობითი შესაწირავი+ და მასწავლე შენი სამართალი.+ 109  სული ხელით მიჭირავს,+ მაგრამ არ ვივიწყებ შენს კანონს.+ 110  ბოროტები მახეს მიგებენ,+ მაგრამ შენს ბრძანებებს არ გადავდივარ.+ 111  შენი შეხსენებები სამარადისოდ ჩემს საკუთრებად ვაქციე,+ რადგან ისინი მიხარებენ გულს.+ 112  გულს იმისკენ მივმართავ, რომ სამარადისოდ,+ ბოლომდე შევასრულო შენი წესები.+ ס [სამეხ] 113  მძულს ყველა, ვინც უგულოდ გცემს თაყვანს,+ შენი კანონი კი მიყვარს.+ 114  შენა ხარ ჩემი საფარი და ფარი,+ შენს სიტყვას ველი.+ 115  გამშორდით, ბოროტმოქმედნო,+ რათა დავიცვა ჩემი ღვთის მცნებები.+ 116  მხარში ამომიდექი შენი სიტყვისამებრ, რათა ვიცოცხლო,+ და ნუ გამიწბილებ იმედს.+ 117  მხარში ამომიდექი, რომ გადავრჩე,+ მუდამ შენს წესებს დავუკვირდები.+ 118  შენ მოისროლე ყველა, ვინც შენს წესებს გადადის,+ რადგან მზაკვარნი და ცრუნი არიან.+ 119  ხენჯივით მოსპე ყველა ბოროტი დედამიწაზე;+ ამიტომ მიყვარს შენი შეხსენებები.+ 120  შენი შიშით ტანში ჟრუანტელი მივლის;+ მეშინია შენი სამართლის.+ ע [აინ] 121  სამართალი და სიმართლე აღვასრულე.+ ნუ შეატოვებ ჩემს თავს გამომძალველებს!+ 122  თავდებად დაუდექი შენს მსახურს იმისთვის, რაც კარგია.+ ნურაფერს გამომძალავენ კადნიერები.+ 123  თვალები დამიძაბუნდა შენგან ხსნისა+ და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.+ 124  შენი სიკეთით მოეპყარი შენს მსახურს+ და მასწავლე შენი წესები.+ 125  მე ვარ შენი მსახური.+ მომეცი გამჭრიახობა,+ რათა ვიცოდე შენი შეხსენებები.+ 126  იეჰოვას მოქმედების დროა.+ დაარღვიეს მათ შენი კანონი.+ 127  მიყვარს შენი მცნებები+ ოქროზე, ხალას ოქროზე მეტად.+ 128  ამიტომაც სწორად მივიჩნევ ყველა შენს ბრძანებას,+ მძულს ყოველი ცრუ გზა.+ פ [ფე] 129  საოცარია შენი შეხსენებები;+ ამიტომაც იცავს მათ ჩემი სული.+ 130  შენი სიტყვების ახსნა სინათლის მომცემია,+ გამოუცდელს გამჭრიახობას აძლევს.+ 131  პირს ვაღებ და ვქოშინებ+ შენი მცნებების წადილით.+ 132  მომიბრუნდი და წყალობა მიყავი+ იმ სამართლისამებრ, რომლითაც შენი სახელის მოყვარულებს ეპყრობი.+ 133  განმიმტკიცე ნაბიჯები შენს სიტყვაში,+ საზიანო ნურაფერი იბატონებს ჩემზე.+ 134  გამომძალველი კაცისგან მიხსენი+ და დავიცავ შენს ბრძანებებს.+ 135  შენი სახის ნათელი მოაფინე შენს მსახურს+ და მასწავლე შენი წესები.+ 136  წყლის ნაკადულები ჩამომდის თვალებიდან,+ რადგან არ იცავენ შენს კანონს.+ צ [ცადე] 137  მართალი ხარ, იეჰოვა,+ და სწორია შენი სამართალი.+ 138  შენი შეხსენებების+ დაცვა გვიბრძანე სიმართლითა და აღმატებული ერთგულებით.+ 139  მომსპო ჩემმა მოშურნეობამ,+ რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მოწინააღმდეგეებმა.+ 140  განწმენდილია შენი სიტყვა+ და შენს მსახურს უყვარს იგი.+ 141  უბრალო კაცი ვარ და არაფრად ჩასაგდები,+ მაგრამ არ ვივიწყებ შენს ბრძანებებს.+ 142  შენი სიმართლე მარადარსებული სიმართლეა+ და შენი კანონი — ჭეშმარიტება.+ 143  თუმცა გასაჭირი და სიძნელე დამატყდა თავს,+ მიყვარდა შენი მცნებები.+ 144  შენი შეხსენებების სიმართლე მარადიულია.+ მომეცი გაგების უნარი, რომ ვიცოცხლო.+ ק [კოფ] 145  მთელი გულით მოგიხმობ.+ მიპასუხე, იეჰოვა!+ დავიცავ შენს წესებს.+ 146  მოგიხმობ, მიხსენი!+ დავიცავ შენს შეხსენებებს.+ 147  ადრე ავდექი გარიჟრაჟამდე,+ შველა რომ მეთხოვა;+ შენს სიტყვებს ველი.+ 148  ჩემი თვალები ღამის გუშაგობას ასწრებს,+ შენს სიტყვაზე რომ ვიფიქრო.+ 149  ისმინე ჩემი ხმა შენი სიკეთით.+ იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სამართლით.+ 150  თავაშვებულები+ ახლოს მოვიდნენ; დაშორდნენ შენს კანონს.+ 151  ახლოს ხარ, იეჰოვა,+ ჭეშმარიტია ყველა შენი მცნება.+ 152  დიდი ხანია ვიცი შენი შეხსენებებიდან ზოგი,+ სამარადისოდ დაადგინე ისინი.+ ר [რეშ] 153  დაინახე ჩემი გაჭირვება და მიხსენი,+ რადგან არ დამვიწყებია შენი კანონი.+ 154  წარმართე ჩემი სასამართლო საქმე და გამათავისუფლე,+ სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ.+ 155  შორს არის ხსნა ბოროტთაგან,+ რადგან არ იკვლევენ შენს წესებს.+ 156  დიდია შენი წყალობა, იეჰოვა,+ სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სამართლით.+ 157  მდევნელი და მოწინააღმდეგე ბევრი მყავს,+ მაგრამ შენს შეხსენებებს არ გადავდივარ.+ 158  მინახავს ვერაგები,+ მძულს ისინი, რადგან არ იცავენ შენს სიტყვას.+ 159  დაინახე, რომ მიყვარს შენი ბრძანებები.+ იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიკეთით.+ 160  შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა+ და მარადიულია შენი სამართლიანი სამართალი.+ ש [სინ] ან [შინ] 161  უმიზეზოდ მდევნიან მთავრები,+ მაგრამ ჩემს გულს შენი სიტყვების შიში აქვს.+ 162  ისე მახარებს შენი სიტყვა,+ როგორც კაცს დიდი ნადავლის პოვნა.+ 163  სიცრუე მძულს,+ მეჯავრება;+ შენი კანონი მიყვარს.+ 164  დღეში შვიდჯერ გადიდებ+ შენი სამართლის სამართლიანობის გამო.+ 165  დიდი მშვიდობა აქვთ შენი კანონის მოყვარულებს,+ არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.+ 166  შენგან ხსნის იმედი მაქვს, იეჰოვა,+ და ვიცავ შენს მცნებებს.+ 167  იცავს ჩემი სული შენს შეხსენებებს+ და უზომოდ მიყვარს ისინი.+ 168  ვიცავ შენს ბრძანებებსა და შეხსენებებს;+ შენ წინაშეა ჩემი გზა.+ ת [თავ] 169  მოაღწიოს შენამდე ჩემმა მუდარამ, იეჰოვა!+ მომეცი გამჭრიახობა შენი სიტყვისამებრ.+ 170  მოაღწიოს შენამდე ჩემმა თხოვნამ წყალობის შესახებ.+ მიხსენი შენი სიტყვისამებრ.+ 171  გაქონ ჩემმა ბაგეებმა,+ რადგან მასწავლი შენს წესებს.+ 172  აამღეროს ჩემმა ენამ შენი სიტყვები,+ რადგან მართალია შენი მცნებები.+ 173  დამეხმაროს შენი ხელი,+ რადგან ავირჩიე შენი ბრძანებები.+ 174  ვნატრობ შენგან ხსნას, იეჰოვა,+ და მიყვარს შენი კანონი.+ 175  იცოცხლოს ჩემმა სულმა და გადიდოს,+ დამეხმაროს შენი სამართალი.+ 176  დაკარგული ცხვარივით დავეხეტები.+ მოძებნე შენი მსახური,+ რადგან არ დამვიწყებია შენი მცნებები.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.
სიტყვასიტყვით — სახის.