არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

აირჩიეთ ენა ქართული

ფს. 118:1—29

118  მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი.+მარადიულია მისი სიკეთე*.+   თქვას ისრაელმა:„მარადიულია მისი სიკეთე“.+   თქვას აარონის სახლმა:+„მარადიულია მისი სიკეთე“.+   თქვან იეჰოვას მოშიშებმა:+„მარადიულია მისი სიკეთე“.+   გასაჭირში მყოფმა მოვუხმე იაჰს*.+მიპასუხა იაჰმა და გაშლილ ადგილზე დამაყენა.+   იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება.+რას მიზამს კაცი?+   იეჰოვაა ჩემ გვერდით ჩემ დამხმარეებთან ერთად,+ამიტომ ზემოდან დავუწყებ ყურებას ჩემს მოძულეებს.+   იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია+ადამიანზე მინდობას.+   იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია+წარჩინებულებზე მინდობას.+ 10  ხალხები გარს შემომერტყნენ;+იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ.+ 11  გარს შემომერტყნენ, შემომეხვივნენ;+იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ. 12  ფუტკრებივით გარს შემომეხვივნენ,+ეკლიან ბუჩქებზე მოკიდებული ცეცხლივით ჩაქრნენ;+იეჰოვას სახელით ვიგერიებდი მათ.+ 13  თუმცა მაგრად მკარით ხელი, რომ წაგექციეთ,+იეჰოვა დამეხმარა.+ 14  იაჰია ჩემი თავშესაფარი და ძლევამოსილება,+ხსნა არის იგი ჩემთვის.+ 15  სიხარულის ყიჟინი და ხსნა+ არისმართალთა+ ბანაკებში;+იეჰოვას მარჯვენა დიდ ძალას ავლენს.+ 16  იეჰოვას მარჯვენა ამაღლებულია;+იეჰოვას მარჯვენა დიდ ძალას ავლენს.+ 17  ვიცოცხლებ და არ მოვკვდები,+რომ ვაუწყო იაჰის საქმეები.+ 18  მკაცრად დამსაჯა იაჰმა,+მაგრამ სიკვდილს არ გადამცა.+ 19  გამიღეთ სიმართლის კარიბჭეები,+შევალ იქ და ხოტბას შევასხამ იაჰს.+ 20  ეს არის იეჰოვას კარიბჭე;+მართლები შევლენ იქ.+ 21  ხოტბას შეგასხამ, რადგან მიპასუხე+და მიხსენი.+ 22  მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+კუთხის თავში დასადები ქვა გახდა.+ 23  ეს იეჰოვამ მოახდინა,+ჩვენს თვალში ეს საოცრებაა.+ 24  ეს დღე იეჰოვამ შექმნა.+ვიხარებთ და ვიმხიარულებთ ამით.+ 25  იეჰოვა, გთხოვთ, გვიხსენი!+იეჰოვა, გთხოვთ, ხელი მოგვიმართე!+ 26  კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი!+ჩვენ გაკურთხეთ იეჰოვას სახლიდან.+ 27  იეჰოვაა ღმერთი+და ის გვაძლევს სინათლეს.+რტოებით+ მორთეთ საზეიმო სვლა+და სამსხვერპლოს რქები.+ 28  შენ ჩემი ღმერთი ხარ, ხოტბას შეგასხამ.+ჩემი ღმერთი ხარ, შენ განგადიდებ.+ 29  მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი.+მარადიულია მისი სიკეთე.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.
იხილეთ 111:1-ის სქოლიო.