წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 116:1—19

116  სიყვარულით ვივსები, რადგან იეჰოვა ისმენს+ ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.+   ყური მომაპყრო მან,+ ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას.+   სიკვდილის საბელები შემომერტყა გარს+ და შევიწროებული აღმოვჩნდი, თითქოს სამარეში*.+ გასაჭირსა და მწუხარებას წავაწყდი.+   იეჰოვას სახელს მოვუხმობდი:+ „ო, იეჰოვა, იხსენი ჩემი სული!“+   იეჰოვა მწყალობელი და მართალია,+ შემბრალებელია ჩვენი ღმერთი.+   იეჰოვა იცავს გამოუცდელებს.+ დავუძლურდი, მან კი გადამარჩინა.+   ჩემო სულო, დაუბრუნდი შენს მოსასვენებელ ადგილს,+ რადგან კეთილად მოგექცა იეჰოვა.+   შენ დაიხსენი ჩემი სული სიკვდილისგან,+ ჩემი თვალი — ცრემლებისგან და ჩემი ფეხი — წაბორძიკებისგან.+   იეჰოვას წინაშე ვივლი+ ცოცხალთა ქვეყანაში.+ 10  რწმენა მქონდა+ და ამიტომ ვლაპარაკობდი.+ ძალიან დაჩაგრული ვიყავი. 11  როცა შევძრწუნდი, ვთქვი:+ „ყოველი ადამიანი ცრუა“.+ 12  რით გადავუხდი იეჰოვას+ ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?+ 13  დიდებული ხსნის თასს+ ავიღებ და იეჰოვას სახელს მოვუხმობ.+ 14  აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+ მთელი მისი ხალხის წინაშე. 15  იეჰოვას ძალიან უმძიმს* თავის ერთგულთა სიკვდილი.+ 16  იეჰოვა,+ მე ხომ შენი მსახური ვარ;+ შენი მსახური ვარ, შენი მხევლის ძე;+ შენ მოუშვი ჩემი თოკები.+ 17  სამადლობელს შემოგწირავ მსხვერპლად+ და მოვუხმობ იეჰოვას სახელს.+ 18  აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+ მთელი მისი ხალხის წინაშე,+ 19  იეჰოვას სახლის ეზოებში,+ შენ შუაგულში, იერუსალიმო.+ ადიდეთ იაჰი*!+

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
სიტყვასიტყვით — იეჰოვასთვის ძვირფასია.
იხილეთ 111:1-ის სქოლიო.