წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 115:1—18

115  ჩვენ კი არა, იეჰოვა, ჩვენ კი არა,+ შენი სახელი განადიდე+ შენი სიკეთითა* და შენი ჭეშმარიტებით.+   რატომ უნდა თქვან ხალხებმა:+ სად არისო მათი ღმერთი?+   ჩვენი ღმერთი ზეცაშია;+ რაც სურდა, ყველაფერი მოიმოქმედა.+   მათი კერპები ვერცხლი და ოქროა,+ ადამიანის ნახელავი:+   პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ,+ თვალები აქვთ და ვერ ხედავენ,+   ყურები აქვთ და არ ესმით,+ ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ,+   ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან,+ ფეხები აქვთ და ვერ დადიან,+ ხმა არ ამოსდით ხორხიდან.+   მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები,+ ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+   ისრაელო, მიენდე იეჰოვას.+ მათი მშველელი და ფარია იგი.+ 10  აარონის სახლო, მიენდე იეჰოვას.+ მათი მშველელი და ფარია იგი.+ 11  იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას.+ მათი მშველელი და ფარია იგი.+ 12  იეჰოვამ გაგვიხსენა; ის აკურთხებს,+ ის აკურთხებს ისრაელის სახლს,+ ის აკურთხებს აარონის სახლს.+ 13  ის აკურთხებს იეჰოვას მოშიშებს,+ დიდებსა და პატარებს.+ 14  იეჰოვა გაგამრავლებთ+ თქვენცა და თქვენს ძეებსაც.+ 15  თქვენ კურთხეულნი ხართ იეჰოვასგან,+ ზეცისა და დედამიწის შემოქმედისგან.+ 16  იეჰოვასია ზეცა,+ დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა.+ 17  მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს*,+ ვერც ერთი მდუმარებაში ჩამავალი;+ 18  ჩვენ კი ვაკურთხებთ იაჰს+ ახლაც და მარადიულადაც.+ ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 109:12-ის სქოლიო.
იხილეთ 111:1-ის სქოლიო.