წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 109:1—31

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. სიმღერა 109  ჩემო ქებულო ღმერთო,+ ნუ დადუმდები.+   ბოროტები და მზაკვრები ჩემ წინააღმდეგ ხსნიან ბაგეს.+ ცრუ ენით ლაპარაკობენ ჩემზე;+   გარს შემომერტყნენ სიძულვილით სავსე სიტყვებით+ და უმიზეზოდ მებრძვიან.+   ჩემი სიყვარულის პასუხად მეწინააღმდეგებიან,+ მე კი ვლოცულობ.+   სიკეთეს ბოროტებით მიხდიან+ და სიყვარულს — სიძულვილით.+   ბოროტი კაცი დაუყენე მას, მოწინააღმდეგე+ ედგეს მარჯვნივ.   გასამართლებისას ბოროტად შეირაცხოს და ცოდვად იქცეს მისი ლოცვა.+   მცირე იყოს მისი დღეები+ და მის ნაცვლად სხვამ შეასრულოს ზედამხედველის მოვალეობა.+   უმამოდ დარჩნენ მისი ძეები+ და დაქვრივდეს მისი ცოლი.+ 10  იხეტიალონ მისმა ძეებმა და იმათხოვრონ;+ საჭმლის საძებნელად წავიდნენ თავიანთი გაპარტახებული ადგილებიდან.+ 11  მევახშემ ჩაიგდოს ხელში მისი სარჩო-საბადებელი;+ უცხოებმა+ დაიტაცონ მისი ნაშრომი.+ 12  ნურავინ გამოავლენს მის მიმართ სიკეთეს*+ და ნურავინ შეიწყალებს მის ობლებს. 13  მოისპოს მისი შთამომავლობა;+ წაიშალოს მათი სახელი მომავალ თაობაში.+ 14  იეჰოვამ გაიხსენოს მისი მამა-პაპის დანაშაული+ და არ წაიშალოს+ დედამისის ცოდვა.+ 15  მუდამ იეჰოვას თვალწინ იყოს ისინი+ და მოსპოს მან მათი სახსენებელი დედამიწაზე,+ 16  რადგან არ ახსოვდა სიკეთის კეთება;+ საწყალს, ღარიბსა და გულდამწუხრებულს+ დასდევდა მოსაკლავად.+ 17  უყვარდა წყევლა,+ ამიტომ მასვე ეწია ის;+ არ სურდა კურთხევა,+ ამიტომ გაშორდა მას.+ 18  ტანსაცმელივით შეიმოსა წყევლით;+ ის წყლად იქცა მასში+ და ზეთად — მის ძვლებში. 19  იყოს ის მისთვის ტანსაცმელივით, რომლითაც იმოსება,+ და სარტყელივით, რომელიც ყოველთვის შემორტყმული აქვს.+ 20  ეს არის საზღაური იეჰოვასგან ჩემი მოწინააღმდეგისთვის+ და მათთვის, ვინც ბოროტს ლაპარაკობს ჩემს სულზე.+ 21  შენა ხარ იეჰოვა, უზენაესი+ უფალი. წყალობით მომეპყარი შენი სახელის გამო,+ დამიხსენი, რადგან კარგია შენი სიკეთე.+ 22  საწყალი და დაჩაგრული ვარ,+ განგმირული მაქვს გული.+ 23  იძულებული ვარ წავიდე, როგორც გადახრილი ჩრდილი,+ კალიასავით ვარ ჩამობერტყილი. 24  მუხლები მიკანკალებს მარხვისგან,+ ხორცი გამელია, რადგან არა მაქვს ზეთი მისთვის.+ 25  შეურაცხყოფილი გავხდი მათგან.+ ჩემ დანახვაზე თავებს აქნევენ.+ 26  დამეხმარე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ მიხსენი შენი სიკეთისამებრ.+ 27  გაიგონ, რომ ეს შენი ხელია,+ რომ შენ მოიმოქმედე ეს, იეჰოვა.+ 28  მათ იწყევლონ,+ შენ კი მაკურთხე.+ თუმცა აღმდგარნი არიან, შერცხვნენ ისინი;+ გაიხაროს შენმა მსახურმა.+ 29  დამცირებით შეიმოსონ ჩემი მოწინააღმდეგეები+ და მოსასხამივით მოიცვან თავიანთი სირცხვილი.+ 30  ხოტბას შევასხამ იეჰოვას ჩემი ბაგით+ და მრავალ ხალხში შევაქებ მას.+ 31  ის მარჯვნივ დაუდგება ღარიბს,+ რომ იხსნას ის მისი სულის გამსამართლებლებისგან.

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა 16-ე, 21-ე და 26-ე მუხლებშიც სიკეთედ არის ნათარგმნი.