წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 108:1—13

დავითის ფსალმუნი, სიმღერა 108  მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო,+ გიმღერებ და ხოტბას შეგასხამ+ ჩემი დიდებით.+   გაიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!+ გამოვაღვიძებ განთიადს.+   ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+ ქებას გიმღერებ ერებში!+   შენი სიკეთე* ზეცას სწვდება+ და შენი ჭეშმარიტება — ღრუბლებს.+   ღმერთო, განდიდდი ზეცაზე მაღლა!+ მთელ დედამიწაზე იყოს შენი დიდება!+   შენი საყვარელი ხალხის გადასარჩენად+ მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.+   ღმერთმა ილაპარაკა თავისი სიწმინდით:+ „გავიხარებ, შექემს+ გავცემ სამემკვიდრო წილად+ და სუქოთის+ ველს გადავზომავ.   ჩემია გალაადი+ და ჩემია მენაშე;+ ეფრემი ჩემი თავკაცის სიმაგრეა;+ იუდა ჩემი მთავრის კვერთხია;+   მოაბი+ ჩემი დასაბანი ჭურჭელია;+ ედომზე+ მოვისვრი ჩემს სანდალს;+ გამარჯვების ყიჟინას დავცემ+ ფილისტიმს“.+ 10  ვინ მიმიყვანს გამაგრებულ ქალაქში?+ ვინ წამიძღვება ედომამდე?+ 11  განა შენ არ მიგვაგდე, ღმერთო,+ და აღარ მიუძღვები ჩვენს ჯარს, როგორც ღმერთი?!+ 12  დაგვეხმარე გასაჭირში,+ რადგან ფუჭია ხსნა ადამიანისგან.+ 13  ღვთისგან მივიღებთ მაცოცხლებელ ძალას+ და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს.+

სქოლიოები

იხილეთ 107:1-ის სქოლიო.