წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 107:1—43

(ფსალმუნები 107—150) 107  მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+ მარადიულია მისი სიკეთე*.+   ეს ილაპარაკონ იეჰოვას გამოხსნილებმა,+ მოწინააღმდეგეების ხელიდან გამოხსნილებმა,+   რომლებიც შეკრიბა მან სხვადასხვა ქვეყნიდან,+ მზის ამოსავლიდან და მზის ჩასავლიდან,+ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.+   ისინი დაეხეტებოდნენ უდაბნოში,+ უკაცრიელ ადგილას;+ ვერ პოულობდნენ გზას ქალაქისკენ, სადაც დამკვიდრდებოდნენ.+   მშიერ-მწყურვალნი იყვნენ,+ დაუძლურდა მათი სული.+   გასაჭირში იეჰოვას შეღაღადებდნენ;+ ის იხსნიდა მათ გასაჭირიდან+   და ატარებდა სწორი გზით,+ რათა მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ.+   მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+ და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+   მან გააძღო გამოფიტული სული+ და მშიერი სული ყოველივე კარგით აავსო.+ 10  ზოგი სიბნელესა და უკუნეთში ცხოვრობდა,+ პატიმრები იყვნენ გაჭირვებასა და ბორკილებში.+ 11  ეურჩნენ+ ღვთის სიტყვას+ და უზენაესის რჩევა არაფრად ჩააგდეს.+ 12  მან გასაჭირით დაიმორჩილა მათი გული;+ წაიბორძიკეს და არავინ იყო მათი მშველელი.+ 13  შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+ მან, როგორც ყოველთვის, გასაჭირიდან იხსნა ისინი.+ 14  სიბნელიდან და უკუნეთიდან გამოიყვანა+ და დაწყვიტა მათი თოკები.+ 15  მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+ და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+ 16  მან დაამტვრია სპილენძის კარები+ და ჩამოჭრა რკინის ურდულები.+ 17  უგუნურებმა ცოდვისა+ და დანაშაულის გამო, საბოლოოდ, უბედურება დაიტეხეს თავს.+ 18  ყველანაირი საკვები შეიძულა მათმა სულმა,+ სიკვდილის კარიბჭეებს მიუახლოვდნენ.+ 19  შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+ მან, როგორც ყოველთვის, გასაჭირიდან იხსნა ისინი.+ 20  ის უგზავნიდა თავის სიტყვას და კურნავდა მათ,+ საფლავიდან იხსნიდა მათ.+ 21  მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+ და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+ 22  სამადლობელი შესწირონ მსხვერპლად+ და სიხარულის ყიჟინით აუწყონ მისი საქმეები.+ 23  ზღვაში გემებით გამსვლელნი+ და ვრცელ წყლებში მოვაჭრენი+ 24  ხედავენ იეჰოვას საქმეებს,+ მის საოცარ საქმეებს სიღრმეებში,+ 25  როგორ ამბობს სიტყვას და აწყებინებს ძლიერ ქარს ქროლვას,+ რომელიც აღმართავს ტალღებს.+ 26  ცაში ადიან და ძირს ჩადიან. უბედურების გამო დნება მათი სული.+ 27  მთვრალი კაცივით ქანაობენ და ბარბაცებენ,+ აირია მთელი მათი სიბრძნე.+ 28  შველას სთხოვდნენ იეჰოვას გასაჭირში;+ მას გამოჰყავს ისინი გასაჭირიდან.+ 29  ის აწყნარებს ქარიშხალს+ და მშვიდდებიან ზღვის ტალღები.+ 30  ხარობენ, რადგან დაწყნარდნენ ისინი; ის მიუძღვის მათ სიხარულის მყუდრო სავანისკენ.+ 31  მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის+ და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის.+ 32  ადიდონ იგი შესაკრებელში+ და მოხუცებულთა კრებულში აქონ.+ 33  მდინარეებს უდაბნოდ აქცევს+ და წყლის ნაკადებს — ხრიოკად,+ 34  ნაყოფიერ მიწას — მარილიან მიწად+ იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო, 35  უდაბნოს — ლერწმიან ტბორად+ და უწყლო მხარეს — წყლის ნაკადებად.+ 36  იქ ასახლებს მშივრებს,+ რათა განამტკიცონ სამკვიდრებელი ქალაქი.+ 37  თესავენ ყანებს და აშენებენ ვენახებს,+ რათა მოიყვანონ მოსავალი.+ 38  აკურთხებს მათ, რომ გამრავლდნენ,+ და არ ამცირებს მათ საქონელს,+ 39  მაგრამ ისევ ცოტავდებიან და იკაკვებიან+ შევიწროების, უბედურებისა და მწუხარების გამო.+ 40  თავის სიძულვილს ანთხევს წარჩინებულებზე+ და ახეტიალებს მათ უსახურ, უგზო-უკვლო ადგილებში;+ 41  საწყალს კი გაჭირვებისგან იცავს+ და ფარასავით ამრავლებს მის ოჯახს.+ 42  მართლები ხედავენ და ხარობენ,+ უმართლოებას კი პირი მოეკუმება.+ 43  ვინ არის ბრძენი? ის დააკვირდება ყოველივეს+ და ჩაუკვირდება იეჰოვას სიკეთეს.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.