წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 106:1—48

106  ადიდეთ იაჰი*!+ მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+ მარადიულია მისი სიკეთე*.+   ვინ ილაპარაკებს იეჰოვას ძლიერ საქმეებზე+ ან ვინ მიაგებს მას საკადრის ქებას ხალხის წინაშე?+   ბედნიერნი არიან სამართლის დამცველნი,+ ყოველთვის სიმართლის მოქმედნი.+   გამიხსენე, იეჰოვა, იმ კეთილგანწყობით, რომელსაც შენი ხალხის მიმართ ავლენ.+ იზრუნე ჩემზე და მიხსენი,+   რათა ვიხილო შენი რჩეულების მიმართ გამოვლენილი სიკეთე,+ გავიხარო შენი ერის სიხარულით+ და ვიამაყო შენს მემკვიდრეობასთან ერთად.+   შევცოდეთ, როგორც ჩვენმა მამა-პაპამ,+ ცუდად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ.+   ეგვიპტეში ჩვენი მამა-პაპა ვერ ჩასწვდა შენს საოცარ საქმეებს.+ არ ახსოვდათ შენი დიდებული სიკეთე,+ გეურჩნენ ზღვასთან, წითელ ზღვასთან.+   მან იხსნა ისინი თავისი სახელის გამო,+ ცნობილი რომ გაეხადა თავისი ძლევამოსილება.+   შერისხა წითელი ზღვა და დაშრა ის,+ ისე გაატარა ღრმა წყალში, თითქოს უდაბნოში მიდიოდნენ.+ 10  მან გადაარჩინა ისინი მოძულეთა ხელიდან+ და დაიხსნა მტრის ხელიდან.+ 11  წყალმა დაფარა მათი მოწინააღმდეგეები,+ არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.+ 12  მაშინ ირწმუნეს მისი სიტყვა,+ ქება უმღერეს მას,+ 13  მაგრამ მალევე დაივიწყეს მისი საქმეები,+ არ დაელოდნენ მის რჩევას.+ 14  თავიანთ გულისთქმას აჰყვნენ უდაბნოში+ და სცდიდნენ ღმერთს უკაცრიელ ადგილას.+ 15  შეუსრულა მათ თხოვნა+ და დამაუძლურებელი სენი გაუგზავნა.+ 16  ბანაკში შური აღეძრათ მოსეს მიმართ+ და აარონის, იეჰოვას წმინდის მიმართ.+ 17  გახსნა მიწამ პირი, ჩაყლაპა დათანი+ და დაფარა აბირამის კრებული.+ 18  ცეცხლი გიზგიზებდა მათ კრებულში,+ ცეცხლის ალი ნთქავდა ბოროტებს.+ 19  ხორებში ხბო გააკეთეს+ და ქანდაკების წინაშე დაემხვნენ;+ 20  ჩემი დიდება ბალახის მჭამელი+ ხარის გამოსახულებაზე გაცვალეს.+ 21  დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი,+ რომელმაც დიდებული საქმეები მოიმოქმედა ეგვიპტეში,+ 22  საოცარი საქმეები — ქამის ქვეყანაში,+ შიშის მომგვრელი საქმეები — წითელ ზღვასთან.+ 23  ის გაანადგურებდა მათ,+ რომ არა მოსე, მისი რჩეული, რომელიც მათ შორის ჩადგა,+ რათა დაეცხრო მისი რისხვა და აღარ განადგურებულიყვნენ ისინი.+ 24  შეიჯავრეს სანუკვარი ქვეყანა,+ არ ირწმუნეს მისი სიტყვა.+ 25  დრტვინავდნენ კარვებში+ და არ უსმენდნენ იეჰოვას ხმას.+ 26  ამიტომ ფიცით აღაპყრო ხელი,+ რომ დასცემდა მათ უდაბნოში,+ 27  დასცემდა მათ შთამომავლობას ხალხებში+ და გაფანტავდა მათ სხვადასხვა ქვეყანაში.+ 28  მიეწებნენ ფეორის ბაალს+ და ჭამდნენ მკვდართათვის მსხვერპლად შენაწირს.+ 29  როცა თავიანთი საქციელით გაანაწყენეს იგი,+ სატანჯველი დაატყდათ თავს.+ 30  როცა ადგა ფინხასი და ჩაერია,+ შეწყდა სატანჯველი. 31  ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას თაობიდან თაობაში, სამარადისოდ.+ 32  აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან,+ ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს.+ 33  სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით.+ 34  არ მოსპეს ხალხები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მათთვის;+ 35  შეერივნენ სხვა ხალხებს+ და ისწავლეს მათი საქმეები.+ 36  ემსახურებოდნენ მათ კერპებს+ და ეს მახედ ექცათ.+ 37  თავიანთ ძეებსა და ასულებს+ დემონებს სწირავდნენ.+ 38  უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ,+ თავიანთი ძეებისა და ასულების სისხლს, ქანაანის კერპებს სწირავდნენ მათ;+ წაიბილწა ქვეყანა სისხლის ღვრით.+ 39  გაუწმინდურდნენ თავიანთი საქმეებით+ და თავიანთი საქციელით გარყვნილებას სჩადიოდნენ.+ 40  აინთო იეჰოვას რისხვა თავის ხალხზე+ და შეიძულა მან თავისი მემკვიდრეობა.+ 41  აგდებდა მათ სხვა ხალხების ხელში,+ რათა მათ მოძულეებს ებატონათ მათზე,+ 42  რათა შეევიწროებინათ ისინი მტრებს და დაემორჩილებინათ.+ 43  ბევრჯერ დაიხსნა ისინი,+ მაგრამ ურჩობდნენ და დაუმორჩილებლობის გზას ადგნენ;+ თავიანთი დანაშაულის გამო დამცირებას იტეხდნენ თავს.+ 44  ის ხედავდა მათ გასაჭირს,+ როცა ესმოდა მათი მუდარა.+ 45  მათი გულისთვის ახსოვდა შეთანხმება+ და თავისი დიდებული სიკეთისამებრ* გრძნობდა სინანულს.+ 46  მათდამი სიბრალულს აღუძრავდა ყველა მათ დამატყვევებელს.+ 47  გვიხსენი, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+ გამოგვიყვანე ხალხებიდან და ერთად შეგვკრიბე,+ რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს+ და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენ საქებრად.+ 48  კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ მარადიულად*, და ყველა ხალხმა თქვას: ამინ*!+ ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 94:7-ის სქოლიო.
იხილეთ 103:4-ის სქოლიო.
იხილეთ 103:4-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!