წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 105:1—45

105  მადლობდეთ იეჰოვას, მოუხმეთ მის სახელს,+ გააგებინეთ ხალხებს მისი საქმეები!+   უმღერეთ მას, ქება უმღერეთ,+ იფიქრეთ მის საოცარ საქმეებზე,+   იამაყეთ მისი წმინდა სახელით.+ გაიხარონ იეჰოვას მძებნელთა გულებმა.+   ეძებეთ იეჰოვა და მისი ძალა,+ გამუდმებით ეძებეთ მისი სახე.+   გახსოვდეთ საოცარი საქმეები, მან რომ მოიმოქმედა,+ მისი სასწაულები და მისი ბაგის სამართალი,+   აბრაამის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+ იაკობის ძეებო, მისნო რჩეულნო!+   ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+ მთელ დედამიწაზე მოქმედებს მისი სამართალი.+   მარადიულად ემახსოვრება თავისი შეთანხმება,+ ათასობით თაობაში ემახსოვრება თავისი ნაბრძანები სიტყვა,+   აბრაამთან დადებული შეთანხმება+ და ისაკისთვის მიცემული ფიცი,+ 10  რომლის სიტყვებიც წესად ჰქონდა იაკობს, მარადიულ შეთანხმებად — ისრაელს:+ 11  „შენ მოგცემ ქანაანის მიწას,+ როგორც თქვენს სამემკვიდრო წილს“.+ 12  მაშინ მცირე იყო მათი რიცხვი,+ ძალიან მცირე, და ხიზნობდნენ იქ.+ 13  ერიდან ერში გადადიოდნენ,+ ერთი სამეფოდან სხვა ხალხთან მიდიოდნენ.+ 14  მან არავის დართო ნება, რამე გამოეძალათ მათთვის,+ მათი გულისთვის შეაგონებდა მეფეებს+ 15  და ეუბნებოდა: „ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ+ და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველებს!“+ 16  შიმშილი ჩამოაგდო ქვეყანაში;+ დაამტვრია პურის ჩამოსაკიდებელი ჯოხები.+ 17  მათ წინ გაგზავნა კაცი, იოსები, რომელიც მონად გაყიდეს.+ 18  ბორკილებით დაუმძიმეს ფეხები,+ რკინით შეიბორკა მისი სული.+ 19  სანამ ასრულდებოდა მისი ნათქვამი,+ იეჰოვას სიტყვამ განწმინდა იგი.+ 20  მეფემ ბრძანა მისი გათავისუფლება+ ხალხთა მმართველმა — მისი გამოხსნა. 21  მან ის თავისი სახლეულობის უფროსად დააყენა,+ მთელი თავისი ქონების გამგებლად,+ 22  რათა თავისი სულის სურვილისამებრ შეებოჭა მისი მთავრები+ და სიბრძნე ესწავლებინა მის მოხუცებულთათვის.+ 23  ჩავიდა ისრაელი ეგვიპტეში+ და ხიზნობდა იაკობი ქამის ქვეყანაში.+ 24  ნაყოფიერი გახადა ღმერთმა თავისი ხალხი+ და მოწინააღმდეგეებზე ძლიერი.+ 25  მან დაუშვა, რომ მათ გულს შესძულებოდა მისი ხალხი+ და ცბიერულად მოქცეოდნენ მის მსახურებს.+ 26  გაგზავნა თავისი მსახური მოსე+ და აარონი, რომელიც აირჩია.+ 27  მათ აჩვენეს ხალხს მისი ნიშნები+ და სასწაულები ქამის ქვეყანაში.+ 28  მოავლინა სიბნელე და დააბნელა;+ არ ეურჩნენ მის სიტყვებს.+ 29  წყალი სისხლად უქცია+ და გაუწყვიტა თევზი.+ 30  ბაყაყებით აავსო მათი ქვეყანა,+ მათი მეფეების შიდა ოთახებიც კი. 31  თქვა, რომ ბუზანკალი შესეოდათ,+ ქინქლას აევსო მთელი მათი მხარე.+ 32  კოკისპირული წვიმა სეტყვად უქცია,+ აბრიალებული ცეცხლი გამოუგზავნა მათ ქვეყანას.+ 33  დაჰკრა მათ ვაზსა და ლეღვს და დალეწა ხეები მათ მხარეში.+ 34  თქვა, რომ შესეოდნენ კალიები+ და შესეოდა ურიცხვი უფრთო კალია.+ 35  გადაჭამეს მათი ქვეყნის მთელი მცენარეულობა;+ შეჭამეს მათი მიწის ნაყოფი. 36  დაჰკრა ყველა პირმშოს ქვეყანაში,+ მათი წარმომქმნელი ძალის საწყისს.+ 37  ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი;+ არავინ დაბრკოლებულა მის ტომებში. 38  გაიხარა ეგვიპტემ მათი წასვლით, რადგან მათმა შიშმა შეიპყრო ის.+ 39  ღრუბელი მისცა მათ საფრად+ და ცეცხლი — ღამის გასანათებლად.+ 40  ხორცი ითხოვეს და მწყერი გაუგზავნა,+ ზეციური პურით აძღებდა მათ.+ 41  გააპო კლდე და გადმოიღვარა წყალი;+ მდინარესავით ჩაიარა უწყლო მხარეებში.+ 42  მას ახსოვდა თავისი მსახურისთვის, აბრაამისთვის ნათქვამი წმინდა სიტყვა.+ 43  სიხარულით გამოიყვანა თავისი ხალხი,+ თავისი რჩეულები — სიხარულის ყიჟინით.+ 44  ნელ-ნელა აძლევდა მათ ხალხების მიწას+ და ეუფლებოდნენ ერების გარჯის ნაყოფს,+ 45  რათა შეესრულებინათ მისი წესები+ და დაეცვათ მისი კანონები.+ ადიდეთ იაჰი*!+

სქოლიოები

იხილეთ 94:7-ის სქოლიო.