წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 104:1—35

104  აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო.+ დიდებული ხარ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ ღირსებითა და სიდიადით ხარ მოსილი.+   ტანსაცმელივით შემოგიკრავს სინათლე+ და კარვის ქსოვილივით ჭიმავ ცას.+   წყალში ძელებით აგებ შენს ზემოთა ოთახებს,+ ეტლად იხდი ღრუბლებს,+ ქარის ფრთებით დადიხარ.+   სულებად ქმნი ანგელოზებს,+ შთამნთქმელი ცეცხლივით არიან შენი მსახურები.+   მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას,+ არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ;+   როგორც ტანსაცმლით, ისე დაფარე წყლებით.+ მთებს ზემოთ იყო წყლები.+   გაკიცხე და გაიქცნენ,+ შენი გრგვინვის ხმაზე თავზარდაცემულნი გაქანდნენ   იმ ადგილისკენ, რომელიც მათ მიუჩინე.+ მთები ამაღლდნენ, ველები დადაბლდნენ.   საზღვარი დაუდგინე, რომელიც არ უნდა გადაკვეთონ,+ რათა აღარ დაფარონ დედამიწა.+ 10  ხევებში გზავნი წყაროებს+ და მთებს შორის მოედინებიან. 11  განუწყვეტლივ აძლევენ სასმელს მინდვრის ცხოველებს;+ ზებრები+ იკლავენ წყურვილს. 12  მათ თავზე იბუდებენ ცის ფრინველები;+ შეფოთლილი ტოტებიდან გამოსცემენ ხმას.+ 13  ზემოთა ოთახებიდან რწყავ მთებს.+ შენი შრომის ნაყოფით ძღება დედამიწა.+ 14  მწვანე ბალახს აღმოაცენებ ცხოველებისთვის,+ მცენარეებს — ადამიანებისთვის,+ რათა საკვები აღმოაცენოს დედამიწამ,+ 15  გვაძლევ ღვინოს, მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს,+ ზეთს, რომელიც სახეს აპრიალებს,+ და პურს, მოკვდავი ადამიანის გულის გამამაგრებელს.+ 16  ძღებიან იეჰოვას ხეები, მისი დარგული ლიბანის კედრები,+ 17  სადაც ჩიტები იბუდებენ.+ ყარყატი ბუდობს ღვიაზე.+ 18  მაღალი მთები+ ჯიხვებისთვისაა,+ კლდეები დამანთა თავშესაფარია.+ 19  შენ შექმენი მთვარე დროის დასადგენად.+ მზემ კარგად იცის, სად უნდა ჩავიდეს.+ 20  აბნელებ, რომ დაღამდეს;+ ტყის ყველა ცხოველი დადის მასში. 21  ფაფრიანი ლომები მსხვერპლის ძებნაში ბრდღვინავენ+ და ღვთისგან საჭმელს ელიან.+ 22  მზე რომ იწყებს ნათებას,+ უკან ბრუნდებიან და თავიანთ სამალავში წვებიან. 23  კაცი იწყებს თავის საქმიანობას+ და საღამომდე მუშაობს.+ 24  რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა!+ ყველაფერი სიბრძნით შექმენი.+ სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით.+ 25  ამ დიდსა და უკიდეგანო ზღვაში+ უთვალავი ცოცხალი არსებაა,+ ცოცხალი ქმნილებები, დიდი თუ პატარა.+ 26  იქ მოძრაობენ ხომალდები,+ იქ სათამაშოდ+ შექმენი ლევიათანი*.+ 27  ყოველი მათგანი შენ გელოდება,+ რომ დროულად მისცე საკვები.+ 28  რასაც აძლევ, იმას იღებენ;+ ხელს შლი და ყოველივე კარგით კმაყოფილდებიან.+ 29  თუ სახეს დამალავ, შეშფოთდებიან;+ სულს თუ წაართმევ, დაიხოცებიან+ და მტვერს დაუბრუნდებიან.+ 30  თუ სულს გაუშვებ, წარმოიქმნებიან.+ შენ აახლებ მიწის პირს. 31  მარადიულად გასტანს იეჰოვას დიდება.+ გაიხარებს იეჰოვა თავისი ნამოქმედარით.+ 32  ის უყურებს დედამიწას და ირყევა იგი,+ ეხება მთებს და ბოლავენ ისინი.+ 33  მთელი სიცოცხლე ვუმღერებ იეჰოვას,+ ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ.+ 34  სასიამოვნო იყოს ჩემი ფიქრები მასზე;+ იეჰოვათი გავიხარებ.+ 35  ცოდვილებს ბოლო მოეღებათ დედამიწაზე;+ აღარ იარსებებენ ბოროტები.+ აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო. ადიდეთ იაჰი*!+

სქოლიოები

ანუ ნიანგი.
იხილეთ 94:7-ის სქოლიო.