წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 103:1—22

დავითის ფსალმუნი 103  აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო,+ მთელო ჩემო არსებავ, აკურთხე მისი სახელი!+   აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო, და მის საქმეებს ნუ დაივიწყებ!+   აკურთხე ის, ვინც ყველა დანაშაულს გპატიობს;+ ვინც ყველა შენი სნეულებისგან გკურნავს;+   ვინც საფლავში ჩავარდნისგან იცავს შენს სიცოცხლეს;+ ვინც სიკეთისა* და წყალობის გვირგვინს გადგამს;+   ვინც ყოველივე კარგით აძღებს შენს სიცოცხლეს;+ როგორც არწივს, ისე გიახლდება ახალგაზრდობა.+   იეჰოვა აღასრულებს სიმართლესა+ და სამართალს მათთვის, ვისაც რაღაცას სძალავენ.+   თავისი გზები გააცნო მოსეს+ და თავისი საქმეები — ისრაელის ძეებს.+   იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია,+ რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე.+   მუდმივად არ დაგდებს ბრალს+ და არც მარადიულად განაწყენდება.+ 10  ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა+ და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა ის, რასაც ვიმსახურებდით.+ 11  როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა,+ ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთათვის;+ 12  როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან,+ ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები;+ 13  როგორც მამა იწყალებს შვილებს,+ იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს.+ 14  მან კარგად იცის ჩვენი აგებულება+ და ახსოვს, რომ მტვერი ვართ.+ 15  მოკვდავი ადამიანის დღეები მწვანე ბალახივითაა,+ მინდვრის ყვავილივით იფურჩქნება იგი.+ 16  დაუბერავს ქარი და აღარ არის,+ აღარ ემახსოვრება იგი მის ადგილს.+ 17  იეჰოვას სიკეთე მარადიულია*+ მის მოშიშთა მიმართ,+ მისი სიმართლე — შვილთაშვილების მიმართ,+ 18  მისი შეთანხმების დამცველთა მიმართ+ და მათ მიმართ, ვისაც ახსოვს მისი წესები და იცავს მათ.+ 19  იეჰოვამ განამტკიცა თავისი ტახტი ზეცაში+ და მისი მეფობა ყველგან ვრცელდება.+ 20  აკურთხეთ იეჰოვა, ანგელოზნო+ მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო,+ მისი სიტყვის მოსმენით!+ 21  აკურთხეთ იეჰოვა, მისნო ლაშქარნო,+ მისნო მსახურნო, მისი ნების შემსრულებელნო!+ 22  აკურთხეთ იეჰოვა, თქვენ, მისმა ქმნილებებმა,+ მთელ მის სამფლობელოში!+ აკურთხე იეჰოვა, ჩემო სულო!+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.