წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 102:1—28

დაჩაგრულის ლოცვა, როცა ღონემიხდილი თავის წუხილს ღვრის იეჰოვას წინაშე+ 102  იეჰოვა, ისმინე ჩემი ლოცვა.+ მოაღწიოს შენამდე ჩემმა ხმამ, როცა შველას გთხოვ.+   ნუ დამალავ სახეს ჩემგან მაშინ, როცა დიდ გასაჭირში ვარ.+ ყური მომაპყარი;+ იჩქარე და მიპასუხე, როცა მოგიხმობ.+   კვამლივით ქრება ჩემი დღეები+ და ჩემი ძვლები ბუხარივით წითლდება მხურვალებისგან.+   ბალახივით ჭკნება და ხმება ჩემი გული,+ რადგან ჭამაც კი დამავიწყდა.+   ოხვრისგან+ ძვალი და ტყავიღა დავრჩი.+   უდაბნოს ვარხვივით გავხდი,+ ჭოტს დავემსგავსე, გაპარტახებულ ადგილებში დაბუდებულს.   ძალა გამომეცალა და სახურავზე ეულად მჯდომ ჩიტს დავემსგავსე.+   მთელი დღე შეურაცხმყოფენ ჩემი მტრები.+ ჩემმა დამცინავებმა ჩემი სახელი წყევლად აქციეს.+   პურივით ვჭამ ნაცარს+ და სასმელს ცრემლებს ვურევ+ 10  შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო,+ რადგან ამიყვანე, რომ გადაგეგდე.+ 11  ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა,+ ბალახივით ვარ გამხმარი.+ 12  შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იქნები+ და თაობიდან თაობაში გახსენებენ.+ 13  შენ აღსდგები, შენ შეიწყალებ სიონს,+ რადგან დადგა მის მიმართ კეთილგანწყობის გამოვლენის დრო, მოვიდა დანიშნული დრო.+ 14  შენს მსახურებს მოსწონთ მისი ქვები,+ მათთვის ძვირფასია მისი მტვერი.+ 15  შეეშინდებათ ხალხებს იეჰოვას სახელის,+ დედამიწის მეფეებს — შენი დიდების.+ 16  იეჰოვა ააშენებს სიონს,+ ის გამოჩნდება თავისი დიდებით.+ 17  ის შეისმენს გაძარცულთა ლოცვას,+ მათ ლოცვას არ უგულებელყოფს.+ 18  მომავალი თაობისთვის დაიწერა ეს;+ ხალხი, რომელიც გაჩნდება, აქებს იაჰს*.+ 19  გადმოიხედა მან თავისი წმინდა სიმაღლიდან,+ იეჰოვამ ზეციდან გადმოხედა დედამიწას,+ 20  რომ მოესმინა პატიმრის ოხვრა+ და გაეთავისუფლებინა სასიკვდილოდ განწირულები,+ 21  რათა გაცხადდეს იეჰოვას სახელი სიონში+ და მისი ქება — იერუსალიმში,+ 22  როცა ერთად იკრიბებიან ხალხები+ და სამეფოები, იეჰოვას რომ ემსახურონ.+ 23  შუაგზაზე გამომაცალა მან ძალა,+ დღეები შემიმოკლა.+ 24  ვთქვი: „ჩემო ღმერთო, ნუ წამიყვან სიცოცხლის შუაგზიდან;+ ყველა თაობაშია შენი წლები.+ 25  დიდი ხნის წინათ დააფუძნე დედამიწა+ და ზეცა შენი ნახელავია.+ 26  ისინი დაიღუპებიან, შენ კი სამუდამოდ დარჩები;+ ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი.+ ტანსაცმელივით გამოცვლი მათ და თავიანთ დროს მოჭამენ.+ 27  შენ კი იგივე ხარ, არ დასრულდება შენი წლები.+ 28  შენი მსახურების ძეები კვლავაც იქ იცხოვრებენ, სადაც არიან,+ და შენ წინაშე განმტკიცდებიან მათი შთამომავლები“.+

სქოლიოები

იხილეთ 94:7-ის სქოლიო.