არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 10:1—18

ל [ლამედ] 10  ო, იეჰოვა, რატომ დგახარ შორს?+ რატომ იმალები მაშინ, როცა გვიჭირს?+   ბოროტი თავისი ამპარტავნობით გაშმაგებული დევნის დაჩაგრულს;+ მისი ზრახვები გამოიჭერს მას.+   ბოროტი თავისი გულისთქმით* იქებს თავს+ და საკუთარ თავს ლოცავს ის, ვინც მოგებას უსამართლოდ იხვეჭს.+ נ [ნუნ] ის პატივს არ სცემს იეჰოვას.+   ბოროტი ქედმაღალია და არ ეძებს ღმერთს,+ არ არსებობსო ღმერთი,+ ფიქრობს ის.   ყოველთვის წარმატებულია თავის გზაზე.+ მიუწვდომელია მისთვის შენი სამართალი.+ ის არაფრად აგდებს მათ, ვინც მას მტრობს.+   გულში ამბობს: არ წავბორძიკდები,+ არ შემემთხვევაო უბედურება თაობიდან თაობაში.+ פ [ფე]   მისი პირი ფიცილით, მზაკვრობითა და ჩაგვრით არის სავსე;+ უბედურება და სიავე აქვს ენაზე.+   დასახლებულ ადგილებშია ჩასაფრებული; სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს.+ ע [აინ] თვალებით დაეძებს საწყალს;+   ჩასაფრებულია სამალავში, როგორც ლომი ბუნაგში.+ ჩასაფრებულია,+ რომ მოიტაცოს საწყალი. ბადეში იმწყვდევს და იტაცებს მას.+ 10  განადგურებული და მოდრეკილია იგი; მრავალი დამწუხრებული ჩავარდება ბოროტის ძლიერ კლანჭებში.+ 11  გულში ამბობს:+ დაივიწყა ღმერთმა,+ სახე დამალაო,+ ვერასოდეს იხილავსო ამას.+ ק [კოფ] 12  აღსდექ,+ იეჰოვა! ხელი აღმართე,+ ღმერთო! ნუ დაივიწყებ დაჩაგრულებს!+ 13  რატომ არ სცემს ღმერთს პატივს ბოროტი?+ გულში ამბობს: არ მომთხოვსო პასუხს.+ ר [რეშ] 14  ხედავ უბედურებასა და მწუხარებას. იყურები, რომ ხელში ჩაიგდო ისინი.+ საწყალი,+ უმამო ბავშვი შენ გაბარებს თავს. შენა ხარ მისი შემწე.+ ש [შინ] 15  მკლავი გადაუმტვრიე ბოროტსა და უკეთურს.+ მანამდე ეძებე მათი ბოროტება, სანამ ვეღარ იპოვი.+ 16  მარადიული მეფეა იეჰოვა, მუდამ იმეფებს იგი.+ აღიგავნენ ხალხები დედამიწიდან.+ ת [თავ] 17  შენ შეისმენ თვინიერთა სურვილს,+ იეჰოვა. შენ განაწყობ მათ გულს.+ შენ მიაპყრობ ყურს,+ 18  სამართალი რომ გაუჩინო უმამო ბავშვსა და დაჩაგრულს,+ რათა აღარავინ ააცახცახოს მოკვდავმა, მიწიერმა კაცმა.+

სქოლიოები

ან სულის ეგოისტური მისწრაფებით.