არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 1:1—6

1  ბედნიერია+ კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის,+ არ დგას ცოდვილთა გზაზე+ და დამცინავებთან არ ზის;+   იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას+ და კითხულობს* მის კანონს დღედაღამ.+   იქნება ის წყლის ნაკადულებთან+ დარგულ ხესავით, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს+ და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება;+ ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება.+   ბოროტები კი ასე არ არიან, ისინი ქარისგან გაფანტულ ბზეს ჰგვანან.+   ამიტომაც ბოროტები ვერ წამოდგებიან სასამართლოზე+ და ცოდვილები — მართლების კრებულში;+   რადგან იცის იეჰოვამ მართალთა გზა,+ ბოროტთა გზა კი მოისპობა.+

სქოლიოები

ანუ დაბალი ხმით კითხულობს, ფიქრობს.