არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფილიპელები 4:1—23

4  ამიტომ, ჩემო საყვარელო და სანატრელო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო,+ ასე მტკიცედ იდექით+ უფალში, საყვარელნო.  შევაგონებ ევოდიას და შევაგონებ სინტიქეს, ერთი აზრი+ ჰქონდეთ უფალში.  შენც გთხოვ, ჭეშმარიტო თანამსახურო*,+ დაეხმარე ამ ქალებს, რომლებიც ჩემ მხარდამხარ+ იბრძოდნენ სასიხარულო ცნობისთვის კლემენტსა და სხვა თანამსახურებთან ერთად,+ რომელთა სახელებიც+ სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.+  ყოველთვის იხარეთ უფალში.+ კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!+  ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება.+ ახლოა უფალი.+  ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს,+ არამედ ლოცვით, ვედრებითა+ და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს+  და ღვთის მშვიდობა,+ რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა+ და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით.  ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა,+ რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.+  აკეთეთ ის, რაც ჩემგან გისწავლიათ, მიგიღიათ, მოგისმენიათ და გინახავთ ჩემში,+ და მშვიდობის ღმერთი+ თქვენთან იქნება. 10  დიდად ვხარობ უფალში, რომ ახლა, როგორც იქნა, კვლავ დაიწყეთ ჩემზე ფიქრი,+ რაზეც ადრეც ფიქრობდით, მაგრამ შესაძლებლობა არ გქონდათ. 11  ამას გაჭირვების გამო არ ვამბობ, რადგან ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო.+ 12  ხელმოკლეობაში ცხოვრებაც ვიცი+ და სიუხვეში ცხოვრებაც. ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე.+ 13  ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით.+ 14  თქვენ კარგად მოიქეცით, ჩემი გასაჭირი+ რომ გაიზიარეთ.+ 15  თქვენ იცით, ფილიპელებო, რომ სასიხარულო ცნობის უწყება როცა დავიწყე და მაკედონიიდან წავედი, გაცემა-მიღებაში არც ერთმა კრებამ არ მიიღო მონაწილეობა თქვენ გარდა,+ 16  რადგან თესალონიკეშიც კი გამომიგზავნეთ, რაც დამჭირდა, პირველადაც და მეორედაც. 17  არა, მე ძღვენს არ ვეძებ,+ არამედ ნაყოფს,+ რასაც უფრო მეტი მოგება მოაქვს თქვენს ანგარიშზე. 18  ყველაფერი სრულად და უხვად მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტესგან+ თქვენ მიერ გამოგზავნილი ტკბილი სურნელება,+ მოსაწონი მსხვერპლი,+ ღვთისთვის სასიამოვნო. 19  ჩემი ღმერთი+ სრულად დააკმაყოფილებს ყველა თქვენს საჭიროებას+ თავისი დიდებული სიმდიდრისამებრ+ ქრისტე იესოს მეშვეობით. 20  დიდება ჩვენს ღმერთსა და მამას მარადიულად.+ ამინ. 21  ჩემგან მოკითხვა+ გადაეცით ქრისტე იესოსთან ერთობაში+ მყოფ ყველა წმინდას. მოკითხვას გითვლიან ჩემთან მყოფი ძმები. 22  მოკითხვას გითვლით ყველა წმინდა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც კეისრის სახლეულობას მიეკუთვნებიან.+ 23  უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან.+

სქოლიოები

ანუ ჩემთან ერთად უღელში შებმულო.