არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფილიპელები 3:1—21

3  ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში.+ იგივეს მოწერა ძნელი არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი ამას უსაფრთხოება მოაქვს.  უფრთხილდით ძაღლებს,+ უფრთხილდით ზიანის მომტან ადამიანებს, უფრთხილდით სხეულის დამსახიჩრებლებს.+  ჩვენ ვართ ჭეშმარიტად წინადაცვეთილნი,+ რომლებიც ღვთის სულით+ ვასრულებთ წმინდა მსახურებას, ვამაყობთ ქრისტე იესოში+ და ხორცზე+ არ ვამყარებთ იმედს.  თუმცა, თუ საერთოდ ვინმეს აქვს ხორცზე დაიმედების საფუძველი, მე მაქვს. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცზე დაიმედების საფუძველი აქვს, მე მით უმეტეს:+  მერვე დღეს წინადაცვეთილი,+ ისრაელის მოდგმისა, ბენიამინის ტომისა,+ ებრაელი მშობლების მიერ ნაშობი ებრაელი,+ რაც შეეხება კანონს, ფარისეველი,+  თუ მოშურნეობაზე მიდგა საქმე, კრებების მდევნელი,+ და — თუ სიმართლეზე, რომელიც კანონის მეშვეობით არის, უმწიკვლო.  მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის.+  ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის.+ მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ,+ რათა შევიძინო ქრისტე,  მასთან ერთობაში ვიყო და ჩემი სიმართლე კი არ მქონდეს, რომელიც კანონიდან მომდინარეობს,+ არამედ ის სიმართლე, რომელიც ქრისტესადმი რწმენას+ მოაქვს და ღვთისგან არის რწმენის საფუძველზე,+ 10  რათა ვიცნობდე მას და ვიცოდე მისი აღდგომის ძალა,+ მოზიარეობა მქონდეს მის ტანჯვებში+ და მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით მოვკვდე,+ 11  როგორმე მათ შორის რომ აღმოვჩნდე, ვინც პირველები აღდგებიან+ მკვდრეთით. 12  არა იმიტომ, რომ უკვე მივიღე ჯილდო ან სრულყოფილი გავხდი,+ არამედ ვისწრაფვი,+ იქნებ მოვიპოვო+ ის, რისთვისაც მე მომიპოვა+ ქრისტე იესომ. 13  ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მოვიპოვე, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა,+ და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის,+ 14  ვისწრაფვი მიზნისკენ,+ ღვთის მიერ ზეციური მოწოდების+ ჯილდოსკენ+ ქრისტე იესოს მეშვეობით. 15  მაშ, მოდი ყველამ, ვინც კი ჩვენ შორის მოწიფულია, ასე ვიაზროვნოთ,+ და თუ თქვენი აზროვნება+ სხვა კუთხით იხრება, ღმერთი დაგანახვებთ სწორ აზროვნებას. 16  რაც არ უნდა იყოს, რასაც მივაღწიეთ, ისევე ვიაროთ.+ 17  ყველამ მომბაძეთ,+ ძმებო, და დააკვირდით მათ, ვინც ჩვენ მიერ თქვენთვის დატოვებული მაგალითის მიხედვით დადის.+ 18  ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით ვამბობ, ისე დადიან, როგორც ქრისტეს წამების ბოძის მტრები.+ 19  მათი ბოლო დაღუპვაა,+ მათი ღმერთი მათივე მუცელია,+ მათი დიდება სირცხვილშია,+ ისინი მიწიერზე ფიქრობენ.+ 20  ჩვენი მოქალაქეობა+ კი ზეცაშია,+ საიდანაც მოუთმენლად ველით+ მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,+ 21  რომელიც ჩვენს დამცირებულ სხეულს+ თავისი დიდებული სხეულის+ შესაბამისად გარდაქმნის თავისი ძალის მოქმედებით,+ რომლითაც შეუძლია ყველაფერი საკუთარ თავს დაუმორჩილოს.+

სქოლიოები