არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფილიმონი 1:1—25

1  პავლე, პატიმარი+ ქრისტე იესოს გულისთვის და ძმა ტიმოთე+ ფილიმონს, ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამსახურს,+  აგრეთვე აპფიას, ჩვენს დას, ჩვენს თანამებრძოლ+ არქიპესა+ და კრებას, რომელიც შენს სახლში იკრიბება:+  წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+  ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს, როცა ლოცვებში გიხსენიებ,+  რადგან მუდამ მესმის იესოსა და ყველა წმინდის მიმართ შენი სიყვარულისა და რწმენის შესახებ,+  რათა შენი რწმენის მოზიარეობა+ ქმედითი იყოს იმით, რომ დააფასებ ჩვენ შორის ყოველივე კარგს ქრისტეში.  დიდი სიხარული და ნუგეში ვპოვე შენი სიყვარულის+ გამო, რადგან შენ განუახლე+ წმინდებს სათუთი გრძნობები, ძმაო.  სწორედ ამიტომ ქრისტეში სრული სითამამით შემიძლია გიბრძანო+ იმის გაკეთება, რაც მართებულია,  მაგრამ სიყვარულით+ შეგაგონებ მე, პავლე, ხნიერი კაცი და ახლა პატიმარიც+ ქრისტე იესოს გულისთვის. 10  შეგაგონებ ჩემი შვილის,+ ონისიმეს+ გამო, რომელიც ბორკილებში ყოფნისას შემეძინა;+ 11  ის, ერთ დროს შენთვის უსარგებლო, ახლა შენთვისაც გამოსადეგია და ჩემთვისაც.+ 12  უკან გიგზავნი მას — ჩემს სათუთ გრძნობებს.+ 13  მინდოდა ჩემთან დამეტოვებინა, რომ შენ მაგივრად+ კვლავაც მომმსახურებოდა ჩემს ბორკილებში,+ რასაც სასიხარულო ცნობის გულისთვის ვატარებ, 14  მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ მინდა, რათა შენი კარგი საქმე ნებაყოფლობითი იყოს და არა ნაძალადევი.+ 15  იქნებ იმიტომაც დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ დაგბრუნებოდა 16  უკვე არა როგორც მონა,+ არამედ მონაზე მეტი+ — როგორც საყვარელი ძმა,+ განსაკუთრებით ჩემთვის, უფრო მეტად კი შენთვის — ქვეყნიურ საქმეებშიც და უფალშიც. 17  ამიტომ, თუ თანამსახურად მიგაჩნივარ,+ ის ისე გულთბილად მიიღე,+ როგორც მე მიმიღებდი. 18  თუ ის ცუდად მოგექცა ან რამე მართებს შენი, მე დამადე ვალად. 19  მე, პავლე, ჩემი ხელით ვწერ:+ მე გადავიხდი; იმაზე აღარაფერს გეუბნები, რომ შენი სიცოცხლით ხარ ჩემი მოვალე. 20  ძმაო, მეც მომეცი საშუალება, შენგან ვისარგებლო უფალში — განაახლე ჩემი სათუთი გრძნობები+ ქრისტეში. 21  იმ იმედით გწერ, რომ დამყოლი ხარ და ვიცი, იმაზე მეტსაც გააკეთებ, რასაც გეუბნები.+ 22  ამასთანავე, ბინაც+ გამიმზადე, რადგან ვიმედოვნებ, რომ თქვენი ლოცვების წყალობით+ გავთავისუფლდები+ თქვენთვის. 23  მოკითხვას გითვლიან ეპაფრა,+ ჩემი თანაპატიმარი ქრისტეში, 24  და ჩემი თანამსახურები: მარკოზი, არისტარქე,+ დემა+ და ლუკა. 25  უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან.+

სქოლიოები