წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ტიტე 1:1—16

1  პავლე — ღვთის მონა+ და იესო ქრისტეს მოციქული+ ღვთის რჩეულების რწმენითა+ და ჭეშმარიტების+ საფუძვლიანი ცოდნით,+ რომელი ჭეშმარიტებაც ეთანხმება ღვთისადმი ერთგულებას,+  დაფუძნებულს დიდი ხნის წინათ+ ღვთისგან დაპირებული მარადიული სიცოცხლის+ იმედზე, ღვთისა, რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს;+  მან თავის დროზე თავისი სიტყვა ცხადი გახადა ქადაგებით, რომელიც მე მომენდო+ ჩვენი მხსნელის,+ ღვთის ბრძანებით —  გწერ ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს+ საერთო რწმენაში: წყალობა და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან,+ და ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოსგან.+  კრეტაში იმიტომ დაგტოვე,+ რომ გამოასწორო ნაკლოვანებები და ყოველ ქალაქში უხუცესები დანიშნო+ ჩემი მითითებისამებრ,+  თუ არის ვინმე ბრალდაუდებელი,+ ერთი ცოლის ქმარი,+ ჰყავს მორწმუნე შვილები, რომლებიც არც ურჩები არიან და არც აღვირახსნილობაში ბრალდადებულები.+  ზედამხედველი, როგორც ღვთის მიერ დაყენებული მმართველი,+ ბრალდაუდებელი+ უნდა იყოს. არ უნდა იყოს თავნება,+ გულფიცხი,+ ლოთი და აყალმაყალის ამტეხი,+ მოჩხუბარი,+ უპატიოსნო შემოსავალს დახარბებული,+  არამედ სტუმართმოყვარე*,+ კარგის მოყვარული, საღად მოაზროვნე,+ მართალი, ერთგული,+ თავშეკავებული;+  მისი სწავლების უნარს რაც შეეხება, სარწმუნო სიტყვას უნდა იყოს ჩაჭიდებული,+ რათა შეეძლოს როგორც ჯანსაღი სწავლებით+ დარიგება, ასევე მოწინააღმდეგეების შეგონება.+ 10  ბევრია ურჩი, ყბედი+ და ცბიერი, განსაკუთრებით — წინადაცვეთის დამცველები.+ 11  მათ პირები უნდა აეკრათ, რადგან უპატიოსნო შემოსავლის მიზნით იმას ასწავლიან,+ რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევენ.+ 12  ერთმა მათგანმა, მათმა წინასწარმეტყველმა თქვა: „კრეტელები ყოველთვის იტყუებიან; ისინი საშიში+ მხეცები და უქნარა ღორმუცელები არიან“. 13  ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომ კვლავაც მკაცრად+ შეაგონე ისინი, რათა ჯანსაღნი+ იყვნენ რწმენაში, 14  ყურადღება არ მიაქციონ იუდეველთა იგავ-არაკებსა+ და იმ ადამიანთა მცნებებს,+ ვინც ჭეშმარიტებას ზურგს აქცევს.+ 15  სუფთასთვის ყველაფერი სუფთაა.+ წაბილწულებისა+ და ურწმუნოებისთვის+ კი არაფერია სუფთა, მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც.+ 16  ისინი ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს,+ მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას,+ რადგან საძაგელნი, ურჩნი და ნებისმიერი კარგი საქმისთვის გამოუსადეგარნი არიან.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უცნობთა მოყვარული.