წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

სოფონია 2:1—15

2  შეიკრიბეთ, შეიკრიბეთ,+ უსირცხვილო ხალხო!+  ვიდრე შესრულებულა ბრძანება,+ ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება,+ ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე,+  ეძებეთ იეჰოვა,+ დედამიწის თვინიერნო,+ მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე,+ ეძებეთ თვინიერება,+ იქნებ+ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს.+  მიტოვებული იქნება ღაზა,+ გაპარტახდება აშკელონი,+ შუადღისას გააძევებენ+ აშდოდს+ და ამოიძირკვება ეკრონი.+  „ვაი ზღვისპირეთის მკვიდრთ, ქერეთელებს!+ იეჰოვას სიტყვაა თქვენ წინააღმდეგ. შენც გაგანადგურებ, ქანაანო, ფილისტიმელთა მიწავ, და გაუკაცრიელდები.+  საძოვრებად იქცევა ზღვისპირეთი,+ ექნებათ ჭები მწყემსებს და ქვით ნაშენი ფარეხები ცხვრებს.  იუდას სახლის დარჩენილ ნაწილს ერგება იქაურობა+ და იქ გამოიკვებებიან ისინი. საღამოობით აშკელონის სახლებში დაწვებიან და მოისვენებენ, რადგან იეჰოვა, მათი ღმერთი მოხედავს მათ+ და უკან დააბრუნებს დატყვევებულებს.+  გავიგონე, რომ შეურაცხყოფდა მოაბი,+ როგორ ლანძღავდნენ ამონის+ ძეები ჩემს ხალხს და რა გადიდგულებულები ემუქრებოდნენ მათ სამფლობელოს.  ამიტომ ამბობს ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: ცოცხალი ვარ,+ სამარადისოდ სოდომს+ დაემსგავსება მოაბი და ამონის+ ძეები გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და გაპარტახებულ მიწას.+ ჩემი ხალხიდან დარჩენილები გაძარცვავენ მათ და ჩემი ხალხის დარჩენილი ნაწილი დაეპატრონება მათ.+ 10  აი ამას მიიღებენ ისინი თავიანთი სიამაყის სანაცვლოდ,+ რადგან შეურაცხყოფდნენ და ედიდგულებოდნენ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ხალხს.+ 11  შიშს მოჰგვრის მათ იეჰოვა,+ რადგან არარაობად აქცევს ის ყველა ღმერთს დედამიწაზე;+ მდაბლად თაყვანს სცემს მას ხალხი,+ თითოეული თავისი ადგილიდან, ხალხთა კუნძულებიც მდაბლად სცემენ მას თაყვანს.+ 12  ეთიოპებო,+ თქვენც დაიხოცებით ჩემი მახვილით!+ 13  გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს ასურეთს,+ გააპარტახებს ნინევეს+ და უდაბნოსავით გაახრიოკებს. 14  იქ მოისვენებენ ჯოგები და ქვეყნის ყველა მხეცი;+ ვარხვი და მაჩვზღარბა+ მის ბუღაურებს შორის გაათევენ ღამეს.+ სიმღერის ხმა შემოვა სარკმლიდან; განადგურება იქნება ზღურბლთან, რადგან გააშიშვლებს ის ხით მოპირკეთებულ კედელს.+ 15  ეს იყო მხიარული ქალაქი, რომელსაც საფრთხე+ არ ემუქრებოდა, გულში ამბობდა, მე ვარ და სხვა არავინ არისო.+ როგორ გააოგნა მისმა ხილვამ ყველა! მხეცების მოსასვენებელ ადგილად იქცა ის. სტვენას მოჰყვება ყოველი ჩამვლელი და ხელს ჩაიქნევს“.+

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.