წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

სოფონია 1:1—18

1  იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა სოფონიას, ხიზკიას ვაჟის, ამარიას ვაჟის, გედალიას ვაჟის ქუშის ვაჟს, იუდას მეფე იოშიას,+ ამონის+ ვაჟის დროს:  „ბოლოს მოვუღებ ყველაფერს მიწის პირზე“, — ამბობს იეჰოვა.+  „ბოლოს მოვუღებ ადამიანსაც და ცხოველსაც,+ ბოლოს მოვუღებ ფრინველებს ცაში, თევზებს ზღვაში+ და დაბრკოლების ლოდებს ბოროტებთან ერთად.+ აღვგვი ხალხს მიწის პირიდან,+ — ამბობს იეჰოვა. —  ხელს გავიწვდი იუდასა და იერუსალიმის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ+ და მოვსპობ იქ ბაალის დარჩენილ თაყვანისმცემლებს,+ უცხო ღვთის ქურუმთა სახელს და ქურუმებს.+  მოვსპობ მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემს ცის ლაშქარს,+ და მათაც, ვინც ემხობა,+ ფიცს უდებს იეჰოვას+ და მალქამს+ იფიცებს.  მოვსპობ მათ, ვინც აღარ მიჰყვება იეჰოვას,+ აღარ ეძებს იეჰოვას და არ ეკითხება მას“.+  დადუმდით უზენაესი უფლის, იეჰოვას წინაშე,+ რადგან ახლოს არის იეჰოვას დღე+ და მსხვერპლი აქვს გამზადებული იეჰოვას;+ მან განწმინდა+ თავისი მოწვეულები.  „იეჰოვას მსხვერპლის დღეს განვიკითხავ მთავრებს, უფლისწულებს+ და ყველას, ვისაც უცხო სამოსელი აცვია.+  იმ დღეს განვიკითხავ ყველას, ვინც კვარცხლბეკზე* მიძვრება, ვინც თავისი ბატონის სახლს ძალადობითა და მზაკვრობით ავსებს.+ 10  იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — გაისმება ყვირილი თევზის კარიბჭიდან,+ ღრიალი — მეორე უბნიდან+ და დიდი ნგრევის ხმა — გორებიდან.+ 11  იღრიალეთ,+ მაქთეშში* მცხოვრებნო, რადგან დადუმდა ყველა ვაჭარი+ და განადგურდა ყველა, ვინც ვერცხლს წონიდა. 12  იმ დღეს გულდასმით მოვათვალიერებ ლამპრებით იერუსალიმს+ და განვიკითხავ თხლესავით დალექილებს,+ გულში რომ ამბობენ, იეჰოვა არც კარგს გააკეთებს და არც ცუდსო.+ 13  გაიძარცვება მათი სიმდიდრე და გაპარტახდება მათი სახლები.+ ააშენებენ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებენ,+ გააშენებენ ვენახებს, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევენ.+ 14  ახლოს არის+ იეჰოვას დიდი დღე,+ ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება.+ მწარე მოსასმენი იქნება იეჰოვას დღის ხმა.+ მაშინ ვაჟკაციც აყვირდება.+ 15  რისხვის დღეა ის, გასაჭირისა და ტანჯვის დღე,+ ქარიშხლისა და გაპარტახების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე,+ ღრუბლისა და მწუხრის დღე, 16  საყვირის ჩაბერვისა და განგაშის დღე,+ რომელიც გამაგრებული ქალაქებისა და კუთხის მაღალი კოშკების წინააღმდეგაა.+ 17  გასაჭირს მოვუვლენ ხალხს და ბრმებივით ივლიან,+ რადგან შესცოდეს იეჰოვას.+ მტვერივით დაიფრქვევა მათი სისხლი+ და ნეხვივით დაიყრება მათი შიგნეული.+ 18  ვერც ვერცხლი იხსნის მათ იეჰოვას მრისხანების დღეს და ვერც ოქრო.+ მისი მოშურნეობის ცეცხლი შთანთქავს+ მთელ დედამიწას, რადგან ის შემზარავად შემუსრავს დედამიწის ყველა მკვიდრს“.+

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს მეფის ტახტის კვარცხლბეკი.
როგორც ჩანს, ეს არის იერუსალიმში თევზის კარიბჭისა და მეორე უბნის მახლობელი უბანი.