წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 9:1—43

9  სავლე, რომელიც ჯერ კიდევ ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს+ და მათი მოკვლის+ სურვილი არ ასვენებდა, მღვდელმთავართან მივიდა  და წერილები სთხოვა დამასკოს სინაგოგებისთვის, რომ ვისაც უფლის გზაზე+ მდგომს იპოვიდა, განურჩევლად კაცისა და ქალისა, შეებოჭა და იერუსალიმში მიეყვანა.  როცა დამასკოს უახლოვდებოდა, მას ციდან უეცრად სინათლე მოეფინა,+  მიწაზე დაეცა და ხმა მოესმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“+  სავლემ ჰკითხა: „ვინა ხარ, უფალო?“ მან უპასუხა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი.+  ადექი,+ შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რა უნდა გააკეთო“.  მისი თანამგზავრები+ ენაჩავარდნილები იდგნენ,+ ხმა ესმოდათ,+ მაგრამ ვერავის ხედავდნენ.  სავლე წამოდგა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა, თუმცა თვალები გახელილი ჰქონდა.+ მათ ხელი ჩაჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში.  სამი დღე ვერაფერს ხედავდა,+ არც ჭამდა და არც სვამდა. 10  დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია.+ მას უფალმა ხილვაში მიმართა: „ანანია!“ მან მიუგო: „აქა ვარ, უფალო“. 11  უფალმა უთხრა: „ადექი, წადი ქუჩაზე, რომელსაც სწორი ჰქვია, და იუდას სახლში მოძებნე ტარსოსელი+ კაცი, სახელად სავლე. ის ლოცულობს 12  და ხილვაში იხილა, რომ კაცი, სახელად ანანია შევიდა და ხელები დაადო მას, რათა მხედველობა დაჰბრუნებოდა“.+ 13  ანანიამ უპასუხა: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცის შესახებ, რამდენი ბოროტება გაუკეთებია შენი წმინდებისთვის იერუსალიმში. 14  ახლა უფროსი მღვდლებისგან უფლებამოსილება აქვს, ბორკილები დაადოს აქ ყველას, ვინც შენს სახელს უხმობს“.+ 15  უფალმა უთხრა მას: „წადი, ეს კაცი ჩემი რჩეული ჭურჭელია,+ რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს,+ მეფეებსა+ და ისრაელის ძეებს. 16  ვაჩვენებ მას, რამდენი რამ უნდა გადაიტანოს ჩემი სახელისთვის“.+ 17  წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელები დაადო მას და უთხრა: „სავლე, ძმაო, უფალმა იესომ, გზაზე რომ გეჩვენა, გამომგზავნა, რათა მხედველობა დაგიბრუნდეს და წმინდა სულით აღივსო“.+ 18  მაშინვე თვალებიდან თითქოს ლიბრი მოსცილდა და მხედველობა დაუბრუნდა, ადგა და მოინათლა, 19  მერე შეჭამა და მოღონიერდა.+ რამდენიმე დღე მოწაფეებთან დარჩა დამასკოში+ 20  და მაშინვე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე,+ რომ ის არის ღვთის ძე. 21  ყველა, ვინც მას უსმენდა, განცვიფრებული ამბობდა: „ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში რომ მუსრავდა+ მათ, ვინც ამ სახელს უხმობდა? აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეებოჭა ისინი და უფროს მღვდლებთან მიეყვანა?“+ 22  სავლე კი უფრო ძლიერდებოდა და თავისი ლოგიკური მსჯელობით, რომ იესო არის ქრისტე, საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს.+ 23  განვლო საკმაო დრომ და იუდეველებმა მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი,+ 24  მაგრამ სავლემ გაიგო მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კარიბჭეებთანაც კი სდარაჯობდნენ მას დღედაღამ, რომ მოეკლათ.+ 25  ამიტომ მისმა მოწაფეებმა წაიყვანეს და ღამით გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.+ 26  იერუსალიმში მისვლისას+ ის ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგან არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. 27  ამიტომ ბარნაბა მის დასახმარებლად მივიდა,+ მოციქულებთან მიიყვანა და დაწვრილებით მოუყვა, როგორ იხილა სავლემ უფალი გზაზე, როგორ ელაპარაკა მას უფალი+ და როგორ ლაპარაკობდა+ ის გაბედულად იესოს სახელით დამასკოში.+ 28  სავლე მათთან დარჩა, თავისუფლად დადიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.+ 29  ის ესაუბრებოდა და ეკამათებოდა ბერძნულენოვან იუდეველებს, ისინი კი არაერთხელ შეეცადნენ მის მოკვლას.+ 30  როცა ეს ძმებმა შეიტყვეს, სავლე კესარეაში ჩაიყვანეს და ტარსოსში გაგზავნეს.+ 31  ამის შემდეგ კრებას+ მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა; იეჰოვას შიშითა+ და წმინდა სულის+ ნუგეშით რიცხობრივად იზრდებოდა. 32  როცა პეტრემ ყველა მხარე მოიარა, ლიდაში+ ჩავიდა წმინდებთან. 33  იქ ნახა ერთი დამბლადაცემული კაცი, სახელად ენეა, რომელიც რვა წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული. 34  პეტრემ უთხრა მას:+ „ენეა, იესო ქრისტე გკურნავს შენ.+ ადექი და გაასწორე ლოგინი“. ისიც მაშინვე ადგა. 35  შარონის+ ველისა და ლიდას მკვიდრებმა ნახეს იგი და ისინიც უფლისკენ მოიქცნენ.+ 36  იოპეში+ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტაბითა, რაც ქურციკად ითარგმნება. ის ბევრ კარგ საქმეს+ აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა. 37  იმ დღეებში ის ავად გახდა და მოკვდა. დაბანეს და ზემოთა ოთახში დაასვენეს. 38  როცა მოწაფეებმა შეიტყვეს, რომ პეტრე იოპესთან+ ახლოს, ქალაქ ლიდაში იმყოფებოდა, ორი კაცი გაუგზავნეს და შეეხვეწნენ: „მოდი ჩვენთან“. 39  პეტრეც ადგა და მათთან ერთად წავიდა. როგორც კი მივიდა, ზემოთა ოთახში აიყვანეს, სადაც ქვრივები ტირილით შეხვდნენ და აჩვენებდნენ ქურციკის+ შეკერილ ტანსაცმელსა და მოსასხამებს.+ 40  პეტრემ ყველა გარეთ გაუშვა,+ მუხლი მოიდრიკა, ილოცა, შემდეგ ცხედარს მიუბრუნდა და უთხრა: „ტაბითა, ადექი!“ მანაც თვალები გაახილა და, როცა პეტრე დაინახა, წამოჯდა.+ 41  პეტრემ მას ხელი გაუწოდა და წამოაყენა,+ შემდეგ წმინდებსა და ქვრივებს დაუძახა და ცოცხალი წარუდგინა მათ.+ 42  ეს ამბავი მთელ იოპეში გავრცელდა და მრავალმა ირწმუნა უფალი.+ 43  პეტრე საკმაოდ დიდხანს დარჩა იოპეში+ ერთ მეტყავე სიმონთან.+

სქოლიოები