არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 8:1—40

8  სავლე იწონებდა მის მოკვლას.+ იმ დღიდან იერუსალიმის კრების საშინელი დევნა+ დაიწყო. მოციქულების გარდა, ყველა იუდეასა და სამარიაში გაიფანტა.+  ღვთისმოშიშმა კაცებმა სტეფანეს ცხედარი დასამარხად წაიღეს+ და დიდი გლოვა+ გამართეს.  ხოლო სავლე არბევდა კრებას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში გადასცემდა.+  ისინი კი, ვინც აქეთ-იქით გაიფანტა, დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.+  მაგალითად, ფილიპე ქალაქ სამარიაში ჩავიდა+ და იქ ქადაგებდა ქრისტეს შესახებ.  მთელი ხალხი ყურს უგდებდა ფილიპეს ლაპარაკს და ხედავდა ნიშნებს, რომლებსაც ის ახდენდა.  იქ მრავალი იყო შეპყრობილი უწმინდური სულებით,+ რომლებიც ყვირილით გამოდიოდნენ მათგან. გარდა ამისა, ბევრი დამბლადაცემული+ და კოჭლი განიკურნა.  ასე რომ, იმ ქალაქში დიდი სიხარული იყო.+  იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი კაცი სიმონი, რომელიც ჯადოქრობას მისდევდა,+ თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა და აოცებდა სამარიელებს.+ 10  დიდიან-პატარიანად ყველა ყურს უგდებდა მას და ამბობდა: „ეს კაცი ღვთის ძალაა, რომელსაც შეიძლება დიდი ეწოდოს“. 11  ყურს უგდებდნენ მას, რადგან დიდი ხნის მანძილზე აოცებდა მათ ჯადოქრობით. 12  მაგრამ როცა მათ ირწმუნეს სასიხარულო ცნობა, რომელსაც ფილიპე ღვთის სამეფოსა+ და იესო ქრისტეს სახელის შესახებ აუწყებდა, მოინათლნენ, კაცებიც და ქალებიც.+ 13  სიმონმაც ირწმუნა და მონათვლის შემდეგ გვერდიდან არ შორდებოდა ფილიპეს;+ გაოცებული იყო, რადგან ხედავდა, რომ ნიშნები და დიდი სასწაულები ხდებოდა. 14  როცა იერუსალიმში მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიელებმა ღვთის სიტყვა მიიღეს,+ პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან. 15  ისინი ჩავიდნენ და ილოცეს, რომ მათ წმინდა სული მიეღოთ,+ 16  რადგან ის ჯერ არც ერთ მათგანზე არ გადმოსულიყო, მხოლოდ უფალ იესოს სახელით იყვნენ მონათლულები.+ 17  მაშინ მოციქულებმა მათ ხელები დაადეს+ და გადმოვიდა მათზე წმინდა სული. 18  როცა სიმონმა დაინახა, რომ მათ მოციქულთა ხელების დადებით ეძლეოდათ სული, ფული შესთავაზა მოციქულებს+ 19  და სთხოვა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავადებ, მიიღოს წმინდა სული“. 20  პეტრემ უთხრა: „ოხრად დაგრჩეს შენი ვერცხლი, რადგან მოინდომე, ფულით დაუფლებოდი ღვთის უსასყიდლო ძღვენს.+ 21  შენ ამას ვერ ეზიარები, არა გაქვს წილი ამაში, რადგან გულწრფელი არა ხარ ღვთის წინაშე.+ 22  ამიტომ მოინანიე ეს ბოროტება და შეევედრე იეჰოვას,+ იქნებ გაპატიოს გულის ზრახვა, 23  რადგან გხედავ, რომ შხამიანი ნაღველი+ და უმართლობის ბორკილი ხარ“.+ 24  სიმონმა მიუგო: „თქვენ შეევედრეთ+ იეჰოვას, რომ თქვენი ნათქვამიდან არაფერი შემემთხვეს“. 25  მათ საფუძვლიანად დაამოწმეს და ილაპარაკეს იეჰოვას სიტყვა და, იერუსალიმში რომ ბრუნდებოდნენ, გზად სამარიელების სოფლებში სასიხარულო ცნობას აუწყებდნენ.+ 26  ფილიპეს იეჰოვას ანგელოზმა+ უთხრა: „ადექი და სამხრეთით წადი, გადი იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ეშვება“ (ეს უკაცრიელი გზაა). 27  ისიც ადგა და წავიდა. და აი, ხედავს ეთიოპ+ საჭურისს,+ რომელიც იყო კანდაკეს, ეთიოპთა დედოფლის დიდებული და მთელ მის საგანძურზე პასუხისმგებელი. ის იერუსალიმში იყო თაყვანსაცემად,+ 28  მაგრამ ახლა თავისი ეტლით უკან ბრუნდებოდა და ხმამაღლა კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.+ 29  სულმა ფილიპეს უთხრა:+ „მიდი და იმ ეტლს დაეწიე“. 30  ფილიპე სირბილით გაედევნა, გაიგონა, საჭურისი ესაია წინასწარმეტყველს რომ კითხულობდა და ჰკითხა: „გესმის, რასაც კითხულობ?“ 31  მან მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ მასწავლა?“ შემდეგ შეეხვეწა ფილიპეს, ასულიყო და გვერდით დასჯდომოდა. 32  ის ხმამაღლა კითხულობდა წმინდა წერილის შემდეგ მონაკვეთს: „ცხვარივით მიჰყავდათ დასაკლავად და როგორც ბატკანი დუმს მპარსველების წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა.+ 33  დამცირებისას სამართალი წაერთვა.+ ვინ განგვიმარტავს მისი წარმოშობის ამბავს? მოისპობა მისი სიცოცხლე და მოიკვეთება დედამიწაზე“.+ 34  საჭურისმა ჰკითხა ფილიპეს: „გთხოვ, მითხარი, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას? საკუთარ თავზე თუ სხვა ვინმეზე?“ 35  ფილიპემ გახსნა ბაგე,+ წმინდა წერილის+ ამ მონაკვეთიდან დაიწყო და მას იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა. 36  გზად წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: „აი წყალი. რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“+ 37  —— 38  მან ეტლის გაჩერება ბრძანა, ორივენი წყალში ჩავიდნენ და ფილიპემ საჭურისი მონათლა. 39  როცა წყლიდან ამოვიდნენ, ფილიპე იეჰოვას სულმა აიტაცა+ და საჭურისს მეტად აღარ უხილავს იგი. მან გახარებულმა განაგრძო გზა. 40  ფილიპე კი აშდოდში იმყოფებოდა, იმ მხარეში დადიოდა და სასიხარულო ცნობას ყველა ქალაქში აუწყებდა,+ სანამ კესარეაში მივიდოდა.+

სქოლიოები