წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 6:1—15

6  იმ დროს, როცა მოწაფეების რიცხვი მატულობდა, ბერძნულენოვანმა+ იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები.+  ამიტომ თორმეტმა მრავალი მოწაფე დაიბარა და უთხრა: „არ იქნება კარგი, რომ ჩვენ ღვთის სიტყვა მივატოვოთ და სუფრების მომსახურება დავიწყოთ.+  ძმებო, თავად გამონახეთ+ თქვენ შორის შვიდი სანდო კაცი, სულითა და სიბრძნით სავსე,+ რათა ისინი ამ საჭირო საქმეზე დავნიშნოთ.  ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას უნდა მივუძღვნათ თავი“.+  ეს ნათქვამი ყველას მოეწონა და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და წმინდა სულით სავსე,+ აგრეთვე ფილიპე,+ პროქორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ანტიოქელი პროზელიტი ნიკოლაე,  დააყენეს მოციქულების წინაშე, რომლებმაც ილოცეს და ხელები დაადეს+ მათ.  შედეგად ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა+ და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა.+ რწმენას უამრავი მღვდელიც+ იღებდა.+  მადლითა და ძალით სავსე სტეფანე ხალხში დიდ საკვირველებებსა და ნიშნებს+ ახდენდა.  მიუხედავად ამისა, ეგრეთ წოდებულ გათავისუფლებულთა სინაგოგიდან, აგრეთვე კირენეის, ალექსანდრიის,+ კილიკიისა+ და აზიის მკვიდრთაგან ზოგიერთებმა დავა დაუწყეს სტეფანეს, 10  მაგრამ წინ ვერ აღუდგნენ იმ სიბრძნესა+ და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.+ 11  მაშინ მათ ჩუმად შეაგულიანეს კაცები და ათქმევინეს:+ „ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის მოსესა და ღმერთს გმობდა“.+ 12  შემდეგ წააქეზეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები, უეცრად თავზე დაადგნენ, შეიპყრეს და სინედრიონში* წაიყვანეს.+ 13  გამოიყვანეს ცრუმოწმეები,+ რომლებიც ამბობდნენ: „ეს კაცი არ იშლის ამ წმინდა ადგილისა და კანონის წინააღმდეგ ლაპარაკს.+ 14  ჩვენი ყურით მოვისმინეთ, რომ ამბობდა, იესო ნაზარეთელი ამ ადგილს დაანგრევს და მოსეს მიერ გადმოცემულ ჩვეულებებს შეცვლისო“. 15  ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, მას უყურებდა+ და ხედავდა, რომ სახე ანგელოზის სახეს მიუგავდა.+

სქოლიოები

ებრაელების უზენაესი სასამართლო.