წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 5:1—42

5  ერთმა კაცმა ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ თავიანთი ქონების ნაწილი გაყიდეს.  ანანიამ საფასურის ნაწილი გადამალა, რის შესახებაც ცოლმაც იცოდა, და მხოლოდ ნაწილი მიიტანა და დაუდო მოციქულებს ფეხებთან.+  პეტრემ უთხრა: „ანანია, როგორ გაგაბედინა სატანამ+ წმინდა სულის+ მოტყუება+ და მინდვრის საფასურიდან ნაწილის გადამალვა?  განა შენი არ იყო, რაც გქონდა, და როცა გაყიდე, შენს ხელში არ რჩებოდა? რატომ ჩაიდე გულში ასეთი რამ? შენ ადამიანებისა კი არა, ღვთის+ მოტყუებას+ შეეცადე“.  ამ სიტყვების მოსმენისთანავე, ანანია დაეცა და მოკვდა.+ ყველას, ვინც ეს მოისმინა, ძალიან შეეშინდა.+  მაშინ წამოდგნენ ბიჭები, გაახვიეს+ ის, გაიტანეს და დამარხეს.  სამიოდე საათის შემდეგ მისი ცოლი შევიდა, მაგრამ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.  პეტრემ ჰკითხა: „მითხარი, ამდენად გაყიდეთ მინდორი?“ მან უპასუხა: „დიახ, ამდენად“.  მაშინ პეტრემ უთხრა: „რატომ მოილაპარაკეთ, რომ იეჰოვას სული გამოგეცადათ?+ აი, კარს მოადგნენ შენი ქმრის დამმარხველები და შენც გაგიტანენ“. 10  ის მაშინვე დაეცა მის ფეხებთან და მოკვდა.+ როცა ის ბიჭები შევიდნენ და ნახეს, რომ მკვდარი იყო, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11  შიშმა მოიცვა მთელი კრება და ყველა, ვინც ეს მოისმინა. 12  მოციქულების ხელით მრავალი ნიშანი და საკვირველება ხდებოდა ხალხში.+ ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის კოლონადაში*.+ 13  ვერავინ ბედავდა მათთან შეერთებას,+ მაგრამ ხალხი განადიდებდა მათ.+ 14  უფრო მეტიც, უფლის მორწმუნეებს უამრავი კაცი და ქალი ემატებოდა.+ 15  ავადმყოფები მთავარ ქუჩებშიც კი მიჰყავდათ და აწვენდნენ საწოლებსა და საკაცეებზე, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს.+ 16  დიდძალი ხალხი მოდიოდა იერუსალიმის გარშემო მდებარე ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ ავადმყოფები და უწმინდური სულებით გაწამებულები, და ყველა იკურნებოდა. 17  მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფი, იმდროინდელი სადუკეველთა სექტის წევრები, შურით აღვსილები წამოდგნენ,+ 18  შეიპყრეს მოციქულები და საერთო საპატიმროში ჩაყარეს.+ 19  ღამით იეჰოვას ანგელოზმა+ საპყრობილის კარები+ გააღო, გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20  „წადით, დადექით ტაძარში და ყველაფერი მოუყევით ხალხს ამ სიცოცხლის შესახებ“.+ 21  ეს რომ მოისმინეს, გამთენიისას ტაძარში შევიდნენ და სწავლება დაიწყეს. როცა მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი მივიდნენ, მოიწვიეს სინედრიონი* და ისრაელის ძეთა უხუცესები+ და გაგზავნეს კაცები საპყრობილეში მოციქულების მოსაყვანად. 22  როცა მცველები საპყრობილეში მივიდნენ, ისინი იქ ვეღარ ნახეს. ამიტომ უკან დაბრუნდნენ და შეატყობინეს: 23  „საპყრობილე საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი და მცველებიც კარებთან იდგნენ, მაგრამ როცა გავაღეთ, შიგნით არავინ დაგვხვდა“. 24  ამ სიტყვებმა უფროსი მღვდლები და ტაძრის მცველთა უფროსი საგონებელში ჩააგდო. ფიქრობდნენ, ნეტავი ახლა რაღა მოხდებაო.+ 25  მივიდა ერთი კაცი და აცნობა: „ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან“.+ 26  მაშინ მცველთა უფროსი და მისი ხელქვეითები მათ მოსაყვანად წავიდნენ, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, რადგან ეშინოდათ,+ ხალხმა არ ჩაგვქოლოსო. 27  მოიყვანეს ისინი და სინედრიონის დარბაზში დააყენეს. მღვდელმთავარმა დაჰკითხა ისინი 28  და უთხრა: „ჩვენ სასტიკად აგიკრძალეთ,+ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით, თქვენ კი თქვენი სწავლებით+ აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, რომ ამ კაცის სისხლმა გვიწიოს“.+ 29  პეტრემ და სხვა მოციქულებმა მიუგეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს.+ 30  ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა აღადგინა+ იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაკიდეთ და მოკალით.+ 31  ღმერთმა ის თავის მარჯვნივ+ აამაღლა მეთაურად+ და მხსნელად,+ რათა მონანიებისა+ და ცოდვების მიტევების შესაძლებლობა მიეცა ისრაელისთვის.+ 32  ამის მოწმეები ვართ ჩვენ+ და წმინდა სული,+ რომელიც ღმერთმა მათ მისცა, ვინც მას მმართველად მიიჩნევს და ემორჩილება“. 33  ეს რომ მოისმინეს, გულზე გასკდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს,+ 34  მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი კაცი, ფარისეველი, სახელად გამალიელი,+ კანონის მასწავლებელი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა, და ბრძანა, ისინი ცოტა ხნით გარეთ გაეყვანათ.+ 35  შემდეგ უთხრა მათ: „ისრაელებო,+ დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს. 36  მაგალითად, ამას წინათ, გამოჩნდა თევდა, რომელსაც თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა,+ და მას ბევრი შეუერთდა+ — დაახლოებით ოთხასი კაცი, მაგრამ მოკლეს ის და ყველანი, ვინც მას ემორჩილებოდნენ, გაიფანტნენ და აღარავინ დარჩა. 37  შემდეგ გალილეელი იუდა გამოჩნდა აღწერის დროს+ და ხალხი აიყოლია, მაგრამ ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას ემორჩილებოდა, გაიფანტა. 38  ამიტომ გეუბნებით: ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ (რადგან, თუ ეს ზრახვა ან საქმე ადამიანთაგან არის, ჩაიშლება,+ 39  მაგრამ თუ ღვთისგან+ არის, თქვენ მათ ვერაფერს უზამთ),+ თორემ შეიძლება ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები გამოხვიდეთ“.+ 40  მათ დაუჯერეს, მოციქულებს მოუხმეს, სცემეს,+ უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით,+ და გაუშვეს. 41  ისინი კი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ,+ რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.+ 42  ტაძარში და კარდაკარ+ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ+ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე.+

სქოლიოები

სვეტებიანი დერეფანი.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.