არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 24:1—27

24  ხუთი დღის შემდეგ მოვიდნენ მღვდელმთავარი ანანია,+ რამდენიმე უხუცესი და ვინმე ორატორი ტერტულუსი. ისინი გამგებელს+ უარყოფითად ესაუბრნენ+ პავლეზე.  როცა ტერტულუსი გამოიძახეს, რომ ბრალი დაედო პავლესთვის, მან დაიწყო: „თქვენი წყალობით გვაქვს დიდი მშვიდობა+ და თქვენი შორსმჭვრეტელობით ხდება ამ ერში გარდაქმნები.  ამას, თქვენო აღმატებულებავ,+ ფელიქს, ყოველთვის და ყველგან უდიდესი მადლიერებით ვიღებთ.  მაგრამ მეტად რომ აღარ შეგაწუხოთ, მოკლედ ვიტყვი და უმორჩილესად გთხოვთ, მოგვისმინოთ თქვენი გულკეთილობით.  ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კაცი მავნებელია,+ მთელ მსოფლიოში იუდეველებს ამბოხებისკენ მოუწოდებს+ და ნაზარეთელთა+ სექტის წინამძღოლია,  ტაძრის შებღალვასაც შეეცადა,+ მაგრამ შევიპყარით.  ——  დაჰკითხეთ და თავად შეიტყობთ მისგან ყველაფერს, რაშიც ჩვენ ვდებთ ბრალს“.  ამასობაში, იუდეველებიც გადავიდნენ შეტევაზე და ირწმუნებოდნენ, მართალს ამბობსო. 10  გამგებელმა თავით ანიშნა პავლეს, ილაპარაკეო, და მანაც დაიწყო: „კარგად ვიცი, რომ მრავალი წელია თქვენ ამ ერის მოსამართლე ბრძანდებით, ამიტომ თამამად ვილაპარაკებ და დავიცავ თავს.+ 11  თავადვე შეგიძლიათ დაადგინოთ, რომ თორმეტი დღეც არ გასულა მას შემდეგ, რაც იერუსალიმში ავედი თაყვანსაცემად.+ 12  მათ არც ტაძარში+ ვუნახივარ ვინმესთან მოკამათე და არც სინაგოგებსა თუ ქალაქში ამიშფოთებია ხალხი.+ 13  ვერც იმას დაამტკიცებენ,+ რაშიც ახლა მდებენ ბრალს. 14  ვაღიარებ თქვენ წინაშე, რომ თუმცა ისინი ამას სექტას უწოდებენ, მე ჩემი მამა-პაპის+ ღმერთს ვუსრულებ წმინდა მსახურებას, რადგან მწამს ყველაფერი, რაც კანონშია+ მოცემული და წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია. 15  მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი,+ რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა,+ მართლებისაც+ და უმართლოებისაც.+ 16  ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, გათვითცნობიერებული+ მქონდეს, რომ ცუდი არაფერი გავაკეთო ღვთისა და ადამიანების წინაშე. 17  მრავალი წლის შემდეგ მივედი ჩემს ხალხთან მოწყალების მისატანად, მივიტანე შესაწირავიც.+ 18  მათ ტაძარში მნახეს განწმენდილი+ და არა ბრბოში და აურზაურში. იქ იყვნენ იუდეველები აზიიდან; 19  კარგი იქნებოდა, ისინიც აქ ყოფილიყვნენ თქვენ წინაშე, რათა ბრალი დაედოთ ჩემთვის, თუ შეძლებდნენ.+ 20  ანდა აქ მყოფებმა თვითონ თქვან, რა გავაკეთე ცუდი, როცა სინედრიონის* წინაშე ვიდექი, 21  მხოლოდ ის წამოვიძახე, მკვდრეთით აღდგომისთვის მასამართლებენ-მეთქი დღეს თქვენ წინაშე!“+ 22  ფელიქსი+ საკმაოდ კარგად იცნობდა უფლის გზას,+ ამიტომ მათი საქმე გადადო და უთხრა: „როცა ათასისთავი ლისია+ ჩამოვა, მაშინ გადავწყვეტ თქვენს საქმეს“. 23  მან ასისთავს უბრძანა, თვალყური ედევნებინა პავლესთვის, მისი პატიმრობა შეემსუბუქებინა და არავისთვის აეკრძალა მისი მომსახურება.+ 24  რამდენიმე დღის შემდეგ ჩავიდნენ ფელიქსი+ და თავისი ცოლი დრუზილა, რომელიც იუდეველი იყო.+ ფელიქსმა პავლე გამოაძახებინა და ისმენდა, რასაც ის ქრისტე იესოსადმი რწმენაზე ამბობდა.+ 25  ვინაიდან პავლე სიმართლეზე,+ თავშეკავებასა+ და მომავალ სასამართლოზე+ ლაპარაკობდა, ფელიქსს შეეშინდა და უთხრა: „ახლა წადი და როცა მოვიცლი, კვლავ დაგიძახებ“. 26  თანაც იმედოვნებდა, რომ პავლე ფულს მისცემდა.+ ამიტომ ხშირ-ხშირად უხმობდა მას და ესაუბრებოდა.+ 27  ორი წლის შემდეგ ფელიქსი პორციუს ფესტუსმა შეცვალა და რადგან ფელიქსს იუდეველებს შორის კეთილგანწყობილების მოხვეჭა უნდოდა,+ პავლე შებორკილი დატოვა.

სქოლიოები

ებრაელების უზენაესი სასამართლო.