წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 21:1—40

21  დავშორდით მათ, ქარის მიმართულებით გავცურეთ და პირდაპირ კოსზე მივედით, მეორე დღეს წავედით როდოსზე, იქიდან კი — პატარაში.  მოვძებნეთ ფინიკიაში მიმავალი ხომალდი, ავედით მასზე და გავემგზავრეთ.  მარცხნივ გამოჩნდა კუნძული კვიპროსი,+ რომელიც უკან მოვიტოვეთ, სირიისკენ+ გავემართეთ და ტვიროსში ჩავედით, რადგან ხომალდი უნდა გადმოეტვირთათ.+  იქ მოწაფეები მოვნახეთ და შვიდი დღე დავრჩით. მათ, სულით+ აღძრულებმა, არაერთხელ უთხრეს პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმში.  იმ დღეებმა რომ ჩაიარა, იქიდან წამოვედით. მათ კი ყველამ ერთად, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, ქალაქგარეთ გაგვაცილეს. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ,+ ვილოცეთ  და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ.+ ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლებში დაბრუნდნენ.  ტვიროსიდან მივედით პტოლემაიდაში, სადაც ხომალდით მგზავრობა დავასრულეთ. იქ ძმები მოვინახულეთ და ერთი დღე მათთან დავრჩით.  მეორე დღეს გზას დავადექით და კესარეაში+ მივედით. შევედით მახარობელ ფილიპეს სახლში, რომელიც შვიდიდან+ ერთ-ერთი იყო, და მასთან დავრჩით.  მას ოთხი ასული ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ.+ 10  მასთან დიდხანს დავრჩით და ჩვენი იქ ყოფნის დროს იუდეიდან ჩამოვიდა წინასწარმეტყველი აგაბე.+ 11  ის ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიბოჭა და თქვა: «ასე ამბობს წმინდა სული: „ამ სარტყლის პატრონს იუდეველები ასე შებოჭავენ+ იერუსალიმში და უცხოტომელებს გადასცემენ“».+ 12  ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვეხვეწებოდით მას, არ ასულიყო+ იერუსალიმში. 13  მაშინ პავლემ გვიპასუხა: „გულს რატომ მიღონებთ+ თქვენი ტირილით?+ დარწმუნებულნი იყავით: მე მზად ვარ არა მხოლოდ შესაბოჭად, არამედ იმისთვისაც, რომ უფალ იესოს სახელისთვის მოვკვდე+ იერუსალიმში“. 14  ვერ გადავათქმევინეთ და ძალაუნებურად დავეთანხმეთ, ვთქვით: „იყოს იეჰოვას ნება“.+ 15  ამის შემდეგ გავემზადეთ და იერუსალიმის გზას დავადექით.+ 16  თან გამოგვყვა რამდენიმე კესარეელი+ მოწაფე, რათა მივეყვანეთ ერთ-ერთი პირველი მოწაფის, კვიპროსელი მნასონის სახლში, სადაც უნდა გავჩერებულიყავით. 17  იერუსალიმში+ ძმებმა სიხარულით+ მიგვიღეს. 18  მეორე დღეს პავლესთან ერთად წავედით იაკობთან,+ სადაც ყველა უხუცესი შეკრებილიყო. 19  პავლე მიესალმა მათ და დაწვრილებით უამბო,+ რა გააკეთა ღმერთმა უცხოტომელებში მისი მსახურებით.+ 20  ეს რომ მოისმინეს, ღვთის განდიდება დაიწყეს და პავლეს ეუბნებოდნენ: „შენ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველებს შორის, თანაც კანონის მოშურნეები არიან.+ 21  მათ გაგებული აქვთ შენზე, რომ უცხოტომელთა შორის მცხოვრებ იუდეველებს მოსესგან განდგომას ასწავლი+ და ეუბნები, რომ თავიანთი შვილები არ უნდა წინადაცვითონ+ და წეს-ჩვეულებებს არ უნდა მისდიონ. 22  მაშ, რა ვქნათ? ისინი მაინც გაიგებენ, რომ ჩამოხვედი. 23  ამიტომ, რასაც გეტყვით, ის გააკეთე: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომლებსაც აღთქმა აქვთ დადებული. 24  წაიყვანე ისინი+ და მათთან ერთად შეასრულე განწმენდის წეს-ჩვეულება. ხარჯები შენ თავზე აიღე+ და თავები გააკრეჭინე.+ მაშინ ყველა გაიგებს, რომ, რაც შენზე გაუგიათ, უსაფუძვლოა, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ.+ 25  რაც შეეხება მორწმუნეებს უცხოტომელებიდან, მათ ჩვენი გადაწყვეტილება გავუგზავნეთ, რომ თავი დაიცვან კერპთშენაწირისგან,+ სისხლისგან,+ დამხრჩვალისა+ და სიძვისგან“.+ 26  მეორე დღეს პავლემ ის კაცები წაიყვანა და მათთან+ ერთად შეასრულა განწმენდის წეს-ჩვეულება. შემდეგ ტაძარში შევიდა, რომ განეცხადებინა განწმენდის დღეების დასრულების+ შესახებ, როცა თითოეულისთვის უნდა შეწირულიყო+ შესაწირავი.+ 27  შვიდი+ დღე რომ იწურებოდა და აზიელმა იუდეველებმა ის ტაძარში ნახეს, მთელ ხალხში არეულობა+ შეიტანეს, შეიპყრეს იგი და 28  ყვიროდნენ: „ისრაელებო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან ასწავლის ხალხის,+ კანონისა და ამ ადგილის წინააღმდეგ, მან ბერძნებიც კი შეიყვანა ტაძარში და შებილწა ეს წმინდა ადგილი“.+ 29  მანამდე ქალაქში მათ პავლესთან დაინახეს ეფესოელი ტროფიმე+ და ეგონათ, რომ მან ის ტაძარში შეიყვანა. 30  აურზაური მთელ ქალაქს მოედო,+ ხალხი მოცვივდა, პავლე დაიჭირეს და ტაძრიდან გამოათრიეს.+ კარები მაშინვე დაკეტეს. 31  როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის მეთაურს ცნობა მიუვიდა, რომ მთელ იერუსალიმში არეულობა იყო.+ 32  მან მაშინვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და ხალხისკენ გაემართა.+ მათ ათასისთავი+ და ჯარისკაცები რომ დაინახეს, პავლეს ცემა შეწყვიტეს. 33  მაშინ ათასისთავი ახლოს მივიდა, პავლეს ხელი მოჰკიდა, ბრძანა, რომ ორი ჯაჭვით+ შეეკრათ, და გამოკითხვა დაიწყო, თუ ვინ იყო და რა ჩაიდინა. 34  ხალხში ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი — მეორეს.+ აურზაურის გამო რომ ვერაფერი გაიგო, ბრძანა, ის ყაზარმაში წაეყვანათ.+ 35  მაგრამ პავლე კიბეზე რომ ავიდა, ხალხი ისე იყო გამძვინვარებული, ჯარისკაცებს მისი ხელში აყვანა მოუწიათ. 36  მათ დიდძალი ხალხი მისდევდა ყვირილით: „მოგვაშორე!“+ 37  პავლე უკვე ყაზარმაში შეჰყავდათ, როცა მან ათასისთავს ჰკითხა: „შეიძლება რაღაცა გითხრა?“ მან მიუგო: „ბერძნული იცი? 38  შენ ის ეგვიპტელი ხომ არა ხარ, რომელმაც ამას წინათ ამბოხება მოაწყო+ და ოთხი ათასი მეამბოხე გაიყვანა უდაბნოში?“ 39  პავლემ უპასუხა: „მე იუდეველი ვარ,+ კილიკიის ტარსოსიდან,+ საკმაოდ ცნობილი ქალაქის მოქალაქე. ნება მიბოძეთ, ხალხს დაველაპარაკო“. 40  ნებართვის მიღების შემდეგ კიბიდან პავლემ ხელით ანიშნა+ ხალხს, გაჩუმებულიყვნენ. სრული სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ებრაულად+ მიმართა მათ:

სქოლიოები