წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 20:1—38

20  აურზაური რომ დაცხრა, პავლემ მოწაფეები დაიბარა, გაამხნევა ისინი, დაემშვიდობა+ და მაკედონიაში+ წავიდა.  მოიარა ის მხარეები, იქაურები მრავალი სიტყვით+ გაამხნევა და საბერძნეთში ჩავიდა.  იქ სამი თვე დაყო, შემდეგ კი მაკედონიის გავლით გადაწყვიტა დაბრუნება, რადგან, როცა სირიაში ზღვით გამგზავრება დააპირა, იუდეველებმა შეთქმულება+ მოუწყვეს.  მას თან ახლდნენ ბერეელი პიროსის ვაჟი სოპატრე,+ თესალონიკედან არისტარქე+ და სეკუნდუსი, დერბელი გაიუსი, ტიმოთე,+ და აზიიდან ტიქიკე+ და ტროფიმე.+  ისინი ჩვენზე წინ წავიდნენ და ტროაში+ გველოდებოდნენ,  ჩვენ კი უფუარობის დღესასწაულის+ შემდეგ ფილიპედან ზღვით წავედით და ხუთ დღეში ჩავედით მათთან ტროაში.+ იქ შვიდ დღეს დავრჩით.  კვირის პირველ დღეს,+ როცა საჭმელად შევიკრიბეთ, პავლემ სიტყვით მიმართა მათ, რადგან მეორე დღეს წასვლას აპირებდა; სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა.  ზემოთა ოთახში,+ სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო.  როცა პავლე ლაპარაკობდა, ერთ ბიჭს, სახელად ევტიქეს, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა, ძილი მოერია, ღრმად ჩაეძინა, მესამე სართულიდან გადმოვარდა და მოკვდა. 10  პავლე დაბლა ჩავიდა, დაემხო მას,+ მოეხვია და თქვა: „დაწყნარდით, მისი სული* მასშია“.+ 11  შემდეგ მაღლა ავიდა, პური გატეხა და ჭამა დაიწყო. ჭამის შემდეგ გათენებამდე საუბრობდა, მერე კი წავიდა. 12  მათ ბიჭი ცოცხალი წაიყვანეს, რამაც ყველა დიდად ანუგეშა. 13  ჩვენ კი ხომალდისკენ გავეშურეთ და ასოსისკენ გავცურეთ, სადაც პავლე ხომალდზე უნდა აგვეყვანა. მან თვითონ მოგვცა ასეთი მითითება, თავად კი ფეხით აპირებდა წასვლას. 14  როცა ასოსში დაგვეწია, ხომალდზე ამოვიყვანეთ და მიტილენეში წავედით. 15  მეორე დღეს იქიდან რომ გავცურეთ, ქიოსის პირდაპირ გავჩერდით, მესამე დღეს სამოსს მივადექით, მეოთხე დღეს კი მილეტში მივედით. 16  პავლეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ეფესოსთვის+ გვერდი აევლო, რათა აზიაში არ გაჩერებულიყო. ჩქარობდა, უნდოდა, თუკი შეძლებდა, იერუსალიმში+ ასულიყო ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. 17  მილეტში მან ეფესოს კრების უხუცესები+ დაიბარა. 18  როცა მივიდნენ, უთხრა მათ: «თქვენ კარგად იცით, რომ აზიაში+ მოსვლის პირველივე დღიდან სულ თქვენთან ვიყავი+ 19  და ვემსახურებოდი უფალს, როგორც მონა,+ უდიდესი თავმდაბლობით,+ ცრემლებითა და განსაცდელებით, რომლებიც თავს დამატყდა იუდეველთა შეთქმულებების+ გამო. 20  თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით+ სახალხოდ და კარდაკარ,+ 21  საფუძვლიანად ვუმოწმებდი+ იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა+ და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ. 22  ახლა კი ღვთის სულს+ მივყავარ იერუსალიმში, თუმცა არ ვიცი, რა შემემთხვევა იქ, 23  გარდა იმისა, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის, რასაც წმინდა სული+ განუწყვეტლივ მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში,+ 24  მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს,+ ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი+ და უფალ იესოსგან მიღებული+ მსახურება,+ რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ.+ 25  ვიცი, რომ ვერც ერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც სამეფოს შესახებ ვქადაგებდი, ჩემს სახეს ვეღარ იხილავს. 26  ამიტომ მოგიწოდებთ, რათა დამემოწმოთ დღეს, რომ სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან,+ 27  რადგან თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, ღვთის ყველა განზრახვაზე+ გელაპარაკებოდით. 28  ყურადღება+ მიაქციეთ საკუთარ თავს+ და მთელ სამწყსოს,+ რომლის ზედამხედველებადაც+ წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება,+ რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით+ შეიძინა. 29  ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები+ და არ დაინდობენ სამწყსოს; 30  თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად+ ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები.+ 31  მაშ, ფხიზლად იყავით და გახსოვდეთ, რომ სამი წელი,+ დღე და ღამე, განუწყვეტლივ შეგაგონებდით+ ცრემლებით თითოეულ თქვენგანს. 32  ახლა კი მიგანდობთ ღმერთსა+ და მისი წყალობის სიტყვას, რომელსაც შეუძლია თქვენი აღშენება+ და თქვენთვის მემკვიდრეობის მოცემა, როგორც ყველა განწმენდილს მისცა.+ 33  არავისი არც ვერცხლი მისურვია, არც ოქრო და არც ტანსაცმელი.+ 34  თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს.+ 35  ყველაფერში გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით+ უნდა დაეხმაროთ უძლურებს+ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს,+ ვიდრე მიღებას“». 36  ეს თქვა, მუხლი მოიყარა+ და მათთან ერთად ილოცა. 37  ყველა ატირდა, პავლეს კისერზე+ ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ.+ 38  განსაკუთრებით იმ სიტყვებმა დაამწუხრა ყველა, რომ მის სახეს ვეღარ იხილავდნენ,+ და მიაცილეს+ იგი ხომალდამდე.

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.