არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 19:1—41

19  აპოლოსის+ კორინთში ყოფნის დროს პავლემ ზღვიდან დაშორებული მხარეები გაიარა და ეფესოში+ ჩავიდა, სადაც რამდენიმე მოწაფეს შეხვდა.  პავლემ ჰკითხა მათ: „მიიღეთ წმინდა სული,+ როცა ირწმუნეთ?“ მათ მიუგეს: „არაფერი გაგვიგია წმინდა სულზე“.+  მან ისევ ჰკითხა: „აბა, რით მოინათლეთ?“ მათ უპასუხეს: „იოანეს ნათლობით“.+  პავლემ უთხრა: „იოანე ხალხს მონანიების ნიშნად ნათლავდა+ და ეუბნებოდა, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი,+ იესო“.  ეს რომ მოისმინეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ,+  ხოლო როცა პავლემ მათ ხელები დაადო,+ მათზე წმინდა სული გადმოვიდა და დაიწყეს უცხო ენებზე ლაპარაკი და წინასწარმეტყველება.+  სულ თორმეტი კაცი იქნებოდა.  ის სამი თვე სინაგოგაში+ დადიოდა და გაბედულად ლაპარაკობდა, სიტყვით გამოდიოდა და დამაჯერებლად აუწყებდა ღვთის სამეფოს+ შესახებ.  მაგრამ როცა ზოგიერთი გაჯიუტდა და არ ირწმუნა,+ არამედ უფლის გზას+ გმობდა დიდძალი ხალხის წინაშე, პავლე გაშორდა მათ,+ მათგან მოწაფეები გამოაცალკევა+ და ყოველდღე სიტყვით გამოდიოდა ტირანეს სკოლაში. 10  ასე ორი წელი გაგრძელდა+ და უფლის სიტყვა მოისმინეს აზიის+ მცხოვრებლებმა, იუდეველებმაც და ბერძნებმაც. 11  ღმერთი პავლეს ხელით განსაკუთრებულ სასწაულებრივ საქმეებს ახდენდა.+ 12  მისი ნაქონი ნაჭრები და წინსაფრები ავადმყოფებთან მიჰქონდათ,+ ისინი კი იკურნებოდნენ და ბოროტი სულები გამოდიოდნენ მათგან.+ 13  მოხეტიალე იუდეველებიც, რომლებიც დემონებს დევნიდნენ,+ შეეცადნენ, ბოროტი სულებით შეპყრობილი ადამიანებისთვის უფალ იესოს სახელით+ მიემართათ: „გიბრძანებ+ იესოს სახელით, რომელსაც პავლე ქადაგებს“. 14  ასე იქცეოდა ერთი იუდეველი უფროსი მღვდლის, სკევას შვიდი ვაჟი. 15  ბოროტმა სულმა მიუგო: „იესოსაც ვიცნობ+ და პავლესაც,+ მაგრამ თქვენ ვინღა ხართ?“ 16  ეს რომ თქვა, ბოროტი სულით შეპყრობილი კაცი ეცა მათ+ და ყველას სძლია, და ისინი გაშიშვლებულები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ სახლიდან. 17  ეს ამბავი ყველამ შეიტყო ეფესოში, იუდეველებმაც და ბერძნებმაც, და შიშმა+ მოიცვა ისინი; უფალ იესოს სახელს კი კვლავაც ადიდებდნენ.+ 18  მრავალი, ვინც ირწმუნა, მოდიოდა და საჯაროდ აღიარებდა+ თავის საქმეებს. 19  ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა,+ მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა. მათ შეაჯამეს წიგნების ფასი და მათი ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა. 20  ასე იზრდებოდა და ძლიერდებოდა+ იეჰოვას სიტყვა. 21  ამის შემდეგ პავლემ გადაწყვიტა მაკედონიისა+ და აქაიის გავლით იერუსალიმში+ წასვლა, ამბობდა, იქ რომ ჩავალ, რომშიც უნდა წავიდეო.+ 22  მან მაკედონიაში გაგზავნა ორი კაცი, ტიმოთე+ და ერასტე,+ რომლებიც მას ემსახურებოდნენ, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა. 23  იმ დროს იქ დიდი შფოთი+ ატყდა უფლის გზის+ გამო. 24  ერთი ვერცხლის მჭედელი დემეტრიოსი ვერცხლისგან არტემიდას პატარა ტაძრებს აკეთებდა და სხვა ხელოსნებსაც კარგ მოგებას+ აძლევდა. 25  მან შეკრიბა ისინი და ამ საქმეზე მომუშავეები+ და უთხრა: „თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი კეთილდღეობა ამ საქმეზეა დამოკიდებული.+ 26  იმასაც ხედავთ და გესმით, რომ მარტო ეფესოში+ კი არა, თითქმის მთელ აზიაში ეს პავლე არწმუნებს და აზრს აცვლევინებს დიდძალ ხალხს; ეუბნება, რაც ხელით არის გაკეთებული,+ ღმერთები არ არიანო. 27  თანაც მხოლოდ იმის საშიშროება კი არ არსებობს, რომ ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდ ქალღმერთ არტემიდას+ ტაძარსაც აღარაფრად ჩათვლიან და ბოლო მოეღება მის დიდებულებასაც, რომელსაც თაყვანს სცემს არა მარტო აზია, არამედ მთელი მსოფლიო“. 28  ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და აყვირდნენ: „დიდია ეფესოელების არტემიდა!“ 29  ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. მთელი ხალხი თეატრში შეცვივდა, მიათრევდნენ გაიუსსა და არისტარქეს,+ პავლეს მაკედონელ თანამგზავრებს. 30  პავლეს უნდოდა ხალხში შესულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს. 31  ზეიმებისა და თამაშების ზოგიერთმა ორგანიზატორმაც, რომლებიც მის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი, ხალხი გაუგზავნეს მას და ეხვეწებოდნენ, თავი საფრთხეში არ ჩაეგდო თეატრში. 32  ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი — მეორეს,+ შეკრებილ ხალხში არეულობა იყო და უმრავლესობამ არც კი იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი. 33  გაიყვანეს ხალხიდან ალექსანდრე, რომელიც იუდეველებმა ხელის კვრით წინ გააგდეს. მან ხელით ანიშნა ხალხს, გაჩუმებულიყვნენ, და თავის დაცვა დააპირა მათ წინაშე. 34  როცა იცნეს, რომ იუდეველი იყო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდია+ ეფესოელების არტემიდა!“ 35  როგორც იქნა, ქალაქის მწერალმა ხალხი დააშოშმინა+ და მიმართა: „ეფესოელებო, ვინ არ იცის, რომ ეფესოელების ქალაქი იცავს დიდი არტემიდას ტაძარსა და ცით მოვლენილ ქანდაკებას? 36  და რაკი ეს უდავოა, გმართებთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ.+ 37  თქვენი მოყვანილი კაცები არც ტაძრის მძარცველები არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელები. 38  ამიტომ, თუ დემეტრიოსსა+ და სხვა ხელოსნებს ვინმეზე საჩივარი აქვთ, ამისთვის სასამართლოს+ დღეები იმართება და არიან პროკონსულები;+ წაუყენონ ერთმანეთს ბრალდებები. 39  მაგრამ, თუ სხვა რამე გაინტერესებთ, ეს ჩვეულებრივ კრებაზე უნდა გადაწყდეს, 40  რადგან მართლა გვემუქრება იმის საშიშროება, რომ ამბოხებისკენ მოწოდებაში დაგვადანაშაულონ დღეს მომხდარის გამო, ვინაიდან ვერაფრით გავამართლებთ ამ უწესრიგო თავყრილობას“. 41  ეს თქვა+ და შეკრებილი ხალხი დაიშალა.+

სქოლიოები