არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 16:1—40

16  ის დერბესა და ლისტრაშიც ჩავიდა.+ იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე,+ მორწმუნე იუდეველი ქალის შვილი, მამით ბერძენი.  ლისტრელი და იკონიონელი ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ.  პავლემ მისი თან წაყვანის სურვილი გამოთქვა, წაიყვანა კიდეც და წინადაცვითა+ იქ მცხოვრები იუდეველების გამო, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბერძენი მამა ჰყავდა.  ქალაქებში გავლისას, იქაურებს გადასცემდნენ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს, რომლებიც უნდა დაეცვათ.+  კრებები რწმენაში მტკიცდებოდა+ და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა.  მათ ფრიგია და გალატიაც+ გაიარეს, რადგან წმინდა სულმა აზიაში სიტყვის ქადაგება აუკრძალა.  მისიაში რომ ჩავიდნენ, ბითინიაში+ შესვლა დააპირეს, მაგრამ იესოს სულმა არ გაუშვა.  ამიტომ მისია გაიარეს და ტროაში+ ჩავიდნენ.  ღამით პავლეს ხილვა+ ჰქონდა: ვიღაც მაკედონელი კაცი ეხვეწებოდა, ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო. 10  როგორც კი ეს ხილვა იხილა, მაკედონიაში+ გადავწყვიტეთ წასვლა, რადგან დავასკვენით, რომ ღმერთმა მიგვითითა, მათთვის გვეუწყებინა სასიხარულო ცნობა. 11  ამიტომ გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკიაში ჩავედით, მეორე დღეს — ნეაპოლისში, 12  იქიდან კი ფილიპეში,+ რომელიც კოლონიაა და მაკედონიის+ მთავარი ქალაქია. ამ ქალაქში რამდენიმე დღე დავრჩით. 13  შაბათს კარიბჭის გარეთ გავედით, მდინარის პირას, სადაც სამლოცველო ადგილი გვეგულებოდა. დავსხედით და შეკრებილ ქალებს დავუწყეთ ლაპარაკი. 14  მსმენელთა შორის იყო ერთი ძოწეულით მოვაჭრე თიატირელი+ ქალი, სახელად ლიდია, ღვთის თაყვანისმცემელი. იეჰოვამ მას გული გაუხსნა,+ რომ ყურადღებით მოესმინა პავლეს ნათქვამი. 15  როცა ის და მისი შინაურები მოინათლნენ,+ გვეხვეწებოდა, თუ იეჰოვას ერთგულად მთვლით, ჩემთან მოდით სახლში და დარჩითო,+ და დაგვიყოლია.+ 16  სამლოცველო ადგილზე რომ მივდიოდით, შეგვხვდა ერთი მოახლე გოგონა. ის შეპყრობილი იყო სულით,+ დემონით, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა.+ წინასწარმეტყველებით გოგონა დიდ მოგებას+ აძლევდა თავის ბატონებს. 17  ის აგვედევნა ჩვენ და პავლეს და ყვიროდა:+ „ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც ხსნის გზას გაუწყებენ“. 18  ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში.+ ბოლოს პავლე შეწუხდა, მიუბრუნდა და სულს უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოდი მისგან!“+ ის მაშინვე გამოვიდა.+ 19  მიხვდნენ გოგონას ბატონები, რომ მოგების იმედი ვეღარ ექნებოდათ,+ შეიპყრეს პავლე და სილა და მმართველებთან მიათრიეს მოედანზე,+ 20  მიიყვანეს სახელმწიფო მოხელეებთან და მოახსენეს: „ამ კაცებს დიდი არეულობა+ შემოაქვთ ჩვენს ქალაქში. იუდეველები არიან 21  და ისეთ ჩვეულებებს+ ავრცელებენ, რომელთა მიღება ან დაცვა ჩვენთვის, რომაელებისთვის, ნებადართული არ არის“. 22  აღსდგა ხალხი მათ წინააღმდეგ. სახელმწიფო მოხელეებმა მათ ტანსაცმელი შემოახიეს და ბრძანეს, რომ გაეჯოხათ.+ 23  მაგრად რომ სცემეს, საპყრობილეში ჩაყარეს+ და საპყრობილის ზედამხედველს უბრძანეს, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ.+ 24  ასეთი ბრძანების შემდეგ მან შიდა საპყრობილეში+ ჩაყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.+ 25  შუაღამისას+ პავლე და სილა ლოცულობდნენ და ღმერთს სადიდებელს უმღეროდნენ,+ პატიმრები კი უსმენდნენ მათ. 26  უეცრად ძლიერი მიწისძვრა მოხდა და საპატიმროს საძირკველი შეირყა. უცებ ყველა კარი გაიღო და პატიმრებს ბორკილები დაეხსნათ.+ 27  საპყრობილის ზედამხედველს გაეღვიძა და საპყრობილის კარები ღია რომ დაინახა, მახვილი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა,+ რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ.+ 28  მაგრამ პავლემ ხმამაღლა დაუძახა: „თავს არაფერი დამართო,+ ყველანი აქა ვართ!“ 29  მან სანათი მოითხოვა, შიგნით შევარდა და, აკანკალებული, პავლესა და სილას წინაშე დაემხო,+ 30  გარეთ გამოიყვანა და ჰკითხა: „ბატონებო, რა გავაკეთო,+ რომ გადავრჩე?“ 31  მათ მიუგეს: „ირწმუნე უფალი იესო და გადარჩებით+ შენც და შენი შინაურებიც“.+ 32  და იეჰოვას სიტყვა აუწყეს მას და ყველა მის სახლში მყოფს.+ 33  მან ისინი მაშინვე, იმ ღამესვე წაიყვანა და ჭრილობები მოჰბანა. ის და ყველა მისიანი დაუყოვნებლივ მოინათლნენ.+ 34  სახლში მიიყვანა ისინი, სუფრა გაუშალა და დიდად ხარობდა თავის შინაურებთან ერთად, რადგან ღმერთი ირწმუნა. 35  როცა გათენდა, სახელმწიფო მოხელეებმა+ მსახურები გაუგზავნეს საპყრობილის ზედამხედველს და შეუთვალეს: „გაათავისუფლე ის კაცები“. 36  საპყრობილის ზედამხედველმა მათი სიტყვები პავლეს გადასცა: „სახელმწიფო მოხელეებმა კაცები გამომიგზავნეს, რომ გაგათავისუფლოთ. ამიტომ გამოდით და წადით მშვიდობით“. 37  პავლემ მიუგო: „ჩვენ, რომაელები,+ სახალხოდ გვცემეს გაუსამართლებლად და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი ჩვენი ფარულად გაშვება უნდათ? არავითარ შემთხვევაში! მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ“. 38  მსახურებმა ეს სიტყვები სახელმწიფო მოხელეებს მოახსენეს. მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომ ისინი რომაელები+ იყვნენ. 39  მივიდნენ და მათთვის გულის მოლბობას შეეცადნენ, გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქი დაეტოვებინათ, 40  მაგრამ ისინი საპყრობილიდან ლიდიას სახლში მივიდნენ. იქ ძმებს შეხვდნენ, გაამხნევეს+ და წავიდნენ.

სქოლიოები