წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 15:1—41

15  იუდეიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა+ და ძმებს ასწავლიდა, თუ წინადაცვეთის ჩვეულებას არ დაიცავთ+ მოსეს კანონის თანახმად,+ ვერ გადარჩებითო.  როცა პავლესა და ბარნაბას მათთან დიდი უთანხმოება და დავა მოუხდათ, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ იერუსალიმში+ ამ დავის თაობაზე.  ისინი კრებამ გააცილა.+ ფინიკიისა და სამარიის გავლისას ყველა ძმას დაწვრილებით უყვებოდნენ უცხოტომელების მოქცევის შესახებ,+ რაც ძმებს ძალიან ახარებდათ.+  იერუსალიმში რომ მივიდნენ, კრებამ, მოციქულებმა და უხუცესებმა გულთბილად მიიღეს+ ისინი და მათგან ბევრი რამ მოისმინეს იმის შესახებ, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა.+  მაგრამ ფარისეველთა სექტის წევრები, რომლებმაც ირწმუნეს, წამოდგნენ და თქვეს: „საჭიროა მათი წინადაცვეთა+ და იმის მოთხოვნა, რომ მოსეს კანონი დაიცვან“.+  ამ საკითხის განსახილველად მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ.+  დიდხანს იდავეს,+ ბოლოს პეტრე ადგა და უთხრა მათ: „ძმებო, კარგად იცით, რომ პირველი დღეებიდან ღმერთმა თქვენგან მე ამირჩია, რათა უცხოტომელებს ჩემი პირით მოესმინათ სასიხარულო ცნობა და ერწმუნათ.+  გულთამხილავმა ღმერთმაც+ დაუმოწმა მათ, როცა წმინდა სული მისცა,+ როგორც ჩვენ.  არანაირი განსხვავება არ გაუკეთებია ჩვენსა და მათ შორის+ და მათი გულებიც რწმენით განწმინდა.+ 10  მაშ, რატომ სცდით ღმერთს და რატომ ადგამთ მოწაფეებს კისერზე უღელს,+ რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამა-პაპამ შეძლო და ვერც ჩვენ?+ 11  მაგრამ გვწამს, რომ უფალ იესოს წყალობა+ გადაგვარჩენს ჩვენც და იმ ხალხსაც“.+ 12  ამაზე მთელი ხალხი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც იმ მრავალი ნიშნისა და საკვირველების შესახებ უყვებოდნენ, რომლებიც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა უცხოტომელთა შორის.+ 13  როცა ლაპარაკი დაასრულეს, იაკობმა თქვა: «ძმებო, მომისმინეთ.+ 14  სიმონმა+ ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის.+ 15  ამას ადასტურებს წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: 16  „ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დაცემულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და ხელახლა ავაგებ,+ 17  რათა დარჩენილებმა და ჩემი სახელით წოდებულმა უცხოტომელებმა გულმოდგინედ ეძებონ იეჰოვა, — ამბობს იეჰოვა, ყოველივე იმის მოქმედი,+ 18  რაც ძველი დროიდან არის ცნობილი“.+ 19  ვფიქრობ, არ გავუძნელოთ უცხოტომელებს ღვთისკენ მოქცევა,+ 20  არამედ მივწეროთ მათ, მოერიდონ კერპებით შებილწულს,+ სიძვას,+ დამხრჩვალსა+ და სისხლს.+ 21  მოსეს ძველი დროიდან ჰყავს თავისი მქადაგებლები ყველა ქალაქში, ვინაიდან მის წერილებს ხმამაღლა კითხულობენ სინაგოგებში ყოველ შაბათს».+ 22  მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ კრებასთან ერთად მართებულად მიიჩნიეს, რომ თავიანთგან აერჩიათ ბარსაბად წოდებული იუდა და სილა, ხელმძღვანელი ძმები, და პავლესა და ბარნაბასთან+ ერთად ანტიოქიაში გაეგზავნათ. 23  მათი ხელით გაგზავნეს ასეთი წერილი: „ძმების, მოციქულებისა და უხუცესებისგან უცხოტომელთაგან მოქცეულ ძმებს ანტიოქიაში,+ სირიასა და კილიკიაში:+ მოგესალმებით! 24  გავიგეთ, რომ ზოგიერთმა ჩვენგანმა თავიანთი სიტყვებით+ აგაფორიაქეს და შეეცადნენ თქვენი სულების დანგრევას, თუმცა მათთვის არანაირი მითითება არ მიგვიცია.+ 25  ამიტომ ერთსულოვნად შევთანხმდით+ და მართებულად მივიჩნიეთ, აგვერჩია ძმები, რათა თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,+ 26  რომლებმაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის საფრთხეში ჩაიგდეს სიცოცხლე.+ 27  ვგზავნით იუდასა და სილას,+ რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვიერად.+ 28  წმინდა სულმა+ და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა+ თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, 29  რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს,+ სისხლს,+ დამხრჩვალსა+ და სიძვას.+ თუ ამისგან დაიცავთ თავს,+ წარმატებული იქნებით. იყავით ჯანმრთელად!“ 30  გაგზავნილი კაცები ანტიოქიაში ჩავიდნენ, დიდძალი ხალხი შეკრიბეს და წერილი გადასცეს.+ 31  მათ წაიკითხეს, გამხნევდნენ და დიდად გაიხარეს.+ 32  ძმებს მრავალი სიტყვით ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ+ იუდაც და სილაც, რადგან წინასწარმეტყველები+ იყვნენ. 33  დაჰყვეს იქ რამდენიმე ხანი და ძმებმა მშვიდობით გაისტუმრეს+ ისინი მოციქულებსა და უხუცესებთან. 34  —— 35  პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში+ დარჩნენ, ასწავლიდნენ და სხვებთან ერთად აცხადებდნენ სასიხარულო ცნობას იეჰოვას სიტყვის შესახებ.+ 36  რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: „მოდი ახლა დავბრუნდეთ და მოვინახულოთ ძმები ყველა ქალაქში, სადაც იეჰოვას სიტყვას ვაუწყებდით; ვნახოთ, როგორ არიან“.+ 37  ბარნაბამ კი გადაწყვიტა, თან წაეყვანა იოანე, რომელსაც მარკოზს ეძახდნენ,+ 38  მაგრამ პავლე შეუფერებლად მიიჩნევდა მის წაყვანას, რადგან ის მათ პამფილიაში+ ჩამოშორდა და საქმეზე არ გაჰყვა. 39  ამის გამო ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ. ბარნაბამ+ მარკოზი წაიყვანა და ხომალდით კვიპროსში+ წავიდა, 40  პავლემ კი, როცა ძმებმა ის იეჰოვას წყალობას მიანდეს,+ სილა+ აირჩია და წავიდა. 41  სირიისა და კილიკიის გავლისას ის კრებებს განამტკიცებდა.+

სქოლიოები