წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

საქმეები 14:1—28

14  იკონიონში+ პავლე და ბარნაბა ერთად შევიდნენ იუდეველების სინაგოგაში+ და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა+ ირწმუნა.  იმ იუდეველებმა კი, რომლებმაც არ ირწმუნეს, გააღიზიანეს+ უცხოტომელები და ძმების წინააღმდეგ განაწყვეს.+  ამიტომ მოციქულები კარგა ხანს დარჩნენ იქ და გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან მიღებული უფლებამოსილებით, რომელმაც მათი ხელით მოხდენილი ნიშნებითა და საკვირველებებით დაამოწმა თავისი წყალობის შესახებ.+  ქალაქის მოსახლეობა გაიყო: ზოგი იუდეველების მხარეს იყო, ზოგი — მოციქულების მხარეს.  გაშმაგებული უცხოტომელები, იუდეველები და მათი მმართველები აპირებდნენ, თავს დასხმოდნენ მათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ და ჩაექოლათ.+  ისინი კი, როცა ეს შეიტყვეს, გაიქცნენ+ ლიკაონიის ქალაქებისკენ — ლისტრის, დერბესა და მათი შემოგარენისკენ,  და იქ აცხადებდნენ სასიხარულო ცნობას.+  ლისტრაში იყო დედის მუცლიდანვე წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი,+ რომელსაც არასოდეს გაევლო.  ის პავლეს უსმენდა. როცა პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ გამოჯანმრთელების რწმენა+ ჰქონდა, 10  ხმამაღლა უთხრა: „ადექი ფეხზე და გაიმართე“. ისიც წამოხტა და გაიარა.+ 11  ხალხმა კი, როცა დაინახა, რა გააკეთა პავლემ, ლიკაონიურ ენაზე წამოიძახა: „ღმერთებს+ ადამიანების სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულან!“ 12  დაარქვეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს — ჰერმესი, რადგან საუბარი მას მიჰყავდა. 13  ზევსის ქურუმმა ხარები მორეკა კარიბჭესთან (ზევსის ტაძარი ქალაქის წინ იდგა), თან გვირგვინები მოიტანა, რადგან სურდა, ხალხთან ერთად შეეწირა+ მსხვერპლი. 14  ეს რომ მოციქულებმა — ბარნაბამ და პავლემ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს და ხალხში შეცვივდნენ ყვირილით: 15  „ამას რას აკეთებთ, ხალხო? ჩვენც თქვენი მსგავსი უძლური+ ადამიანები+ ვართ და სასიხარულო ცნობას გაუწყებთ, რათა მიატოვოთ ეს ამაოება+ და მიუბრუნდეთ ცოცხალ ღმერთს,+ რომელმაც შექმნა ცა,+ დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია. 16  გასულ თაობებში ის ნებას აძლევდა ყველა ხალხს, თავიანთი გზებით ევლოთ,+ 17  თუმცა სიკეთის კეთებით საკუთარ თავზე დამოწმება არ შეუწყვეტია+ — გაძლევდათ წვიმას+ ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“.+ 18  ამას კი ეუბნებოდნენ, მაგრამ ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ. 19  ანტიოქიიდან და იკონიონიდან კი იუდეველები ჩამოვიდნენ. მათ მიერ გადაბირებულმა ხალხმა+ პავლე ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია, რადგან მკვდარი ეგონათ,+ 20  მაგრამ როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ის წამოდგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს ის და ბარნაბა დერბეში წავიდნენ.+ 21  სასიხარულო ცნობა რომ აუწყეს იმ ქალაქს და საკმაოდ ბევრი აქციეს მოწაფედ,+ დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში, 22  სადაც მოწაფეებს განამტკიცებდნენ,+ რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო.+ 23  გარდა ამისა, თითოეულ კრებაში უხუცესები+ დანიშნეს და ლოცვითა და მარხვით+ მიანდეს ისინი იეჰოვას,+ რომელიც ირწმუნეს. 24  შემდეგ პისიდიის გავლით პამფილიაში+ მივიდნენ, 25  პერგეში სიტყვა აუწყეს და ატალიაში ჩავიდნენ. 26  იქიდან ანტიოქიაში გაცურეს,+ სადაც ერთ დროს ისინი ღვთის წყალობას მიანდეს იმ საქმისთვის, რომელიც შეასრულეს კიდეც.+ 27  ჩავიდნენ, კრება მოიწვიეს და ბევრი რამ უამბეს იმაზე, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით გააკეთა. იმასაც მოუყვნენ,+ რომ ღმერთმა რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს.+ 28  ისინი არცთუ მცირე ხანს დარჩნენ მოწაფეებთან.

სქოლიოები